• რეკლამა
  • კონტაქტი
05:57, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში შეინიშნება მნიშვნელოვანი პროგრესი ტერორიზმის დაფინანსების საქმეებზე წარმოებული გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ეფექტიანობის კუთხით

ალია ავტორი - ალია
10:13 12-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში შეინიშნება მნიშვნელოვანი პროგრესი ტერორიზმის დაფინანსების საქმეებზე წარმოებული გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ეფექტიანობის კუთხით.

ანგარიშის თანახმად, სექტემბერში MONEYVAL-მა 2019 წელს ჩატარებული საქართველოს შეფასების შესახებ ანგარიში დაამტკიცა, სადაც აღნიშნულია ბოლო წლების განმავლობაში  საქართველოს პროგრესი და გაკეთებულია დასკვნა, რომ ტერორიზმის დაფინანსების საქმეებზე საქართველოში წარმოებული გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დონემ ეფექტიანობის მნიშვნელოვან ნიშნულს მიაღწია.

ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს ტერორიზმთან დაკავშირებული ინციდენტების გამოძიების მანდატი და მისი კონტრტერორისტული ცენტრის მეშვეობით მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს პროკურატურასთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან.

ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის განმავლობაში საქართველო კონტრტერორისტული საკითხების სპექტრში აქტიურად იყო ჩართული.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, 2020 წელს საქართველომ ერთი მოქალაქე გაასამართლა ტერორიზმის ბრალდებით, რაც საზღვარგარეთ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულ საქმიანობაში მონაწილეობას უკავშირდებოდა.

„მაისში, ISIS-თან დაკავშირებულ საქმიანობაში მონაწილეობისათვის, საქართველომ განახორციელა საქართველოს მოქალაქის უკრაინიდან ექსტრადიცია. ქართულმა სასამართლომ ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობისთვის იგი დამნაშავედ ცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა“ – ნათქვამია ანგარიშში.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველომ კიდევ უფრო დახვეწა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონები და გააძლიერა სასაზღვრო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, საქართველოს, ზოგადად, ტერორისტული ინციდენტების გამოვლენა, შეკავება და მათზე რეაგირება შეუძლია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved