• რეკლამა
  • კონტაქტი
20:22, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარეობს

ალია ავტორი - ალია
12:00 12-07-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ამ წუთებში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების III რაუნდი იმართება.

ოპოზიციამ ხელისუფლებას საკუთარი წინადადებები უკვე შესთავაზა.

ადგილზე გამოჩნდნენ პოლიტიკური პარტიის ლიდერებიც:

“მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმისთვის, რომ პოზიციები დაახლოვდეს. ჩვენი სურვილია, რომ პოზიციები დაახლოვდეს, შეთანხმება შედგეს და კრიზისი განიმუხტოს, ოღონდ ბურთი, რა თქმა უნდა, არის ხელისუფლების მხარეს”. – თქვა დავით ბაქრაძემ შეხვედრის დაწყებამდე.

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერიც თვლის, რომ ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან საქართველოს გამოსვლის გზა ახალ საპარლამენტო არჩევნებზე გადის.

როგორც შალვა ნათელაშვილმა ადგილზე შეკრებულ მედიას უთხრა, “სხვა შემთხვევაში ხელისუფლებამ ამ წარმონაქმნს რომის სენატიც რომ დაარქვას, ამით არაფერი შეიცვლება”.

„რაც ადრე აღიქვამს ამას ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული ნეირონები და მისი გარემოცვა, რომ ახალი არჩევნების გარეშე ვერ გადაურჩებიან ქართველი ხალხის რისხვას და მათ მოუწევთ პოლიტიკური კოცონი, მით უკეთესი იქნება მათთვის და ქვეყნისთვის. ერთხელ არ დათანხმდებიან, მეორედ არ დათანხმდებიან, მესამედ დაჭკვიანდებიან და დათანხმდებიან“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა და იქვე დასძინა, რომ ქვეყანაში მაშინ იქნება დემოკრატიული არჩევნები, როდესაც აღარ იარსებებს მუდმივი ცენტრალური საარჩევნო კომისია გადაქცეული სუპერ სამინისტროდ, მილიონი დაფინანსებით, ჩამოყალიბებული გამყალბებელთა ბიუროკრატიით, რომელთა მიზანია შეკვეთების შესრულება.

ალეკო ელისაშვილი კი ამბობს, რომ “ქართული ოცნება” დათმპობაზე უნდა წამოვიდეს:

“უნდა დათმოს ქართულმა ოცნებამ მნიშვნელოვანი რაღაცები. მაშინ მოლაპარაკებას საერთოდ აზრი არ ექნებოდა, მაშინ არც ჩვენ უნდა ვწვალობდეთ, არც ქართული ოცნება და არც ელჩები. შეიძლება დავიშალოთ ისე, რომ ვერანაირ შეთანხმებას ვერ მივაღწიოთ, მაგრამ გარკვეული იმედი არის, რომ შეთანხმებას მივაღწევთ. გარკვეული კომპრომისები არის, არასაკმარისი. დანარჩენს სულ ცოტა ხანში გავიგებთ”. – აცხადებს შეხვედრის დაწყებამდე ელისაშვილი.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე კი ამბობს, რომ საუბარი რაიმე კომპრომისზე ჯერ ადრეა.

მისი თქმით, “ამ შეხვედრით რომ არ დამთავრდება ყველაფერი, ეს ფაქტია, ეს ილუზია იმედია, არავის აქვს”.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ელჩებთან დღევანდელ შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით იქნება საუბარი.

„ყველაფერს გეტყვით, როცა გამოვალ შეხვედრიდან, ყველაფერი დამოკიდებულია დღევანდელ შეხვედრაზე. გვექნება ბევრ საკითხზე საუბარი, თუმცა რაიმე კომპრომისზე ჯერ ადრეა, ამ შეხვედრით რომ არ დამთავრდება ეს ფაქტია. ეს ილუზია იმედია, არავის აქვს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობილია, რომ 4 დეკემბერს ოპოზიციამ ფასილიტატორ ელჩებს წერილობითი ფორმით წარუდგინა ის მოთხპოვნები, რომელსაც კონსოლიდირებული ოპოზიცია აყენებს:

რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ პლებისციტის დანიშვნაა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved