• რეკლამა
  • კონტაქტი
16:47, პარასკევი, 27 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აშშ-ს არ აქვს პირდაპირი როლი ამ საკითხში, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მათი წუხილი მოსმენილი იქნება – აშშ-ის ელჩი

ალია ავტორი - ალია
16:27 06-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, შუქრუთელები თავს კარგად გრძნობდნენ და მათი პრობლემები გადაიჭრას:

“აშშ-ს არ აქვს პირდაპირი როლი ამ საკითხში. ადამიანის უფლებების დაცვის ჩვენი ოფიცერი გუშინ შეხვდა ჯგუფს და მოისმინა მათი წუხილი. ჩვენ ვცდილობთ შეხვედრის ფასილიტაციას სახალხო დამცველის ოფისთან და შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ და იმუშაონ მათ პრობლემებზე. ჩვენი შეიძლება გვქონდეს დამაკავშირებლის როლი. [..] გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ისინი კარგად გრძნობენ თავს მათი წუხილი მოსმენილი იქნება”.

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა, რომლებიც 20 დღეზე მეტია, პირამოკერილები შიმშილობენ, საპროტესტო აქცია თბილისში, აშშ-ს საელჩოსთანაც გამართეს. 

მოშიმშილეები ამბობენ, რომ ჯორჯიან მანგანეზის მიერ ჩატარებული სამუშაოების გამო მათი საცხოვრებელი სახლები დანგრევის პირასაა, კომპანია კი ზიანის ანაზღაურებაზე უარს აცხადებს. 

შუქრუთის მოსახლეობამ აქციები 2019 წელს დაიწყეს და მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც შპს ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლები მათ კომპენსაციის გადახდას შეჰპირდნენ. 

ამის შემდეგ პროტესტი 2020 წელს განახლდა და საქმეში სახალხო დამცველიც ჩაერთო, რომელმაც ეკონომიკის სამინისტროს შუამდგომლობისა და მოსახლეობის დახმარებისკენ მოუწოდა, თუმცა, შედეგი არ ჩანს.

“ღამეს აშშ-ის საელჩოსთან, მანქანებში ვათენებთ, რადგან კარვის გაშლის უფლება არ მოგვცეს” – შუქრუთელები აშშ-ის ელჩის პასუხის მოლოდინში
თეგები: აშშ-ს საელჩო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved