• რეკლამა
  • კონტაქტი
01:48, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აშშ: რუსეთი ადგენს უკრაინელების სიას, რომლებსაც შეჭრის შემთხვევაში მოკლავს, ან დაიჭერს

ალია ავტორი - ალია
14:40 02-21-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
66

ამერიკამ წერილით მიმართა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარს, რომ მას აქვს სანდო ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ რუსეთი ადგენს უკრაინელების სიას, რომლებსაც “მოკლავს ან დააპატიმრებს” თუ ის უკრაინაში შეიჭრება.

წერილის ასლს The New York Times ავრცელებს.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ რუსული ძალები ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიან ხელყოფას გეგმავენ, რაც მოიცავს მოქალაქეთა გატაცებასა და წამებას.

წერილის თანახმად, მათი სამიზნე იქნებიან რუსული ქმედებების მოწინააღმდეგე პირები, მათ შორის რუსი და ბელარუსი დისიდენტები, რომლებიც უკრაინაში ცხოვრობენ, ჟურნალისტები, ანტიკორუფციული აქტივისტები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, ასევე LGBTQ თემის წევრები.

“შეერთებულმა შტატებმა ცოტა ხნის წინ მოიპოვა შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ დაგეგმილია ადამიანის უფლებების დარღვევა და შელახვა შეჭრის შემდეგ. […]

ეს ქმედებები, რომლებსაც წარსულში რუსეთის ოპერაციები მოიცავდა: მიზანმიმართულ მკვლელობებს, გატაცებებს/იძულებით გაუჩინარებას, უსამართლო დაკავებებს და წამების გამოყენებას, სავარაუდოდ მიმართული იქნება მათზე, ვინც ეწინააღმდეგება რუსეთის ქმედებებს, მათ შორის უკრაინაში დევნილობაში მყოფ რუს და ბელარუს დისიდენტებს, ჟურნალისტებს და კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ აქტივისტებს და დაუცველი მოსახლეობა, როგორიცაა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები და ლგბტქი+ პირები.

ჩვენ ასევე გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა, შესაძლოა გამოიყენონ სასიკვდილო ზომები მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დასაშლელად”, – აღნიშნულია წერილში.

როგორც The New York Times წერს, აშშ-ს სამმა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა წერილისა და მისი შინაარსის ავთენტურობა.
მომხდარს უკვე გამოეხმაურა კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი, რომელმაც ამ ინფორმაციას “აბსოლუტური ტყუილი” უწოდა. მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ სიტუაცია უკრაინაში კვლავ დაძაბულია, თუმცა თქვა, რომ აშშ-ს საელჩოს გაფრთხილება “პოტენციური თავდასხმის” შესახებ “უჩვეულოა”.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved