ამერიკა პოლონეთში გზავნის ორ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Patriot-ს “თავდაცვითი განლაგებისთვის”, რათა უკრაინაში რუსეთის შეჭრის პარალელურად ნატო-ს მოკავშირეები პოტენციური საფრთხისგან დაიცვას. ინფორმაციას CNN აშშ-ის ევროპული სარდლობის სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა განკუთვნილია მოწინააღმდეგის ნასროლი მოკლე მანძილის ბალისტიკური რაკეტებისა და ფრთოსანი რაკეტების უვნებელსაყოფად.
კომენტარები