• რეკლამა
  • კონტაქტი
18:05, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აშშ-მა და იაპონიამ სავაჭრო და იშვიათი წიაღისეულის შეთანხმება გააფორმეს

ალია ავტორი - ალია
10:57 10-28-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ იშვიათი მეტალების შესახებ გარიგება დადეს. დოკუმენტს ხელი ორი ქვეყნის ლიდერებმა, დონალდ ტრამპმა და სანაე ტაკაიჩიმ დღეს დილით მოაწერეს. როგორც თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, გარიგება 14 ძირითადი პუნქტისგან შედგება.

უპირველეს ყოვლისა, შეთანხმება იშვიათი მეტალების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, რესურსების გაცვლის გააქტიურებას და ერთმანეთის მიმართ ისეთი სავაჭრო პოლიტიკის გატარებას გულისხმობს, რომელიც ორივე ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მინერალებს მეტად ხელმისაწვდომს გახდის.

ხელმომწერები ასევე თანხმდებიან, რომ იშვიათი მეტალების მოპოვებისა თუ დამუშავების პროცესში თანამშრომლობას გააღრმავებენ და როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ინვესტიციებს განახორციელებენ ერთმანეთის პროექტებში. დოკუმენტში განმარტებულია, რომ ხელშესახები შედეგი ხელმოწერის გაფორმებიდან 6 თვის ვადაში უნდა დაიდოს.

გარიგების ნაწილია საინვესტიციო მინისტერიალის გამართვა დღეიდან 180 დღის შუალედში, რათა მხარეებმა მეტი მსხვილი ინვესტორის მოძიება და დაინტერესება შეძლონ.

კიდევ ერთი კომპონენტი გეოლოგიური რუკების განახლებაა, რაც ორივე ქვეყნის შემთხვევაში გულისხმობს არსებული მაღაროების შესაძლებლობების დაზუსტებას და საძიებო პროცესის დაწყებას ახალი საბადოების აღმოჩენისთვის. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა მსგავსი ტიპის შეთანხმება გუშინ წინ მალაიზიასთან, გასულ კვირას კი ავსტრალიასთან გააფორმა.

იმ ფონზე, როცა ჩინეთი იშვიათი და ძვირფასი მეტალების საბადოების 65%, ხოლო მათი გადამუშავების ინდუსტრიის 91%-ს აკონტროლებს, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა შეიძინა შეთანხმების დადებამ ახლო მოკავშირეებთან. იაპონია და მალაიზია საბადოების დიდ მარაგს არ ფლობენ, თუმცა გარიგების მათთან დადებით ტრამპს ანტი-ჩინური ალიანსის შეკვრა სურს, რომელიც დროთა განმავლობაში, აზიური გიგანტისაგან დისტანცირებულად გააგრძელებს ვაჭრობას.

ამ კუთხით ტრამპმა გარიგების დადება ჯერ ვერ მოახერხა ვიეტნამთან. სიდიდით მე-6 ყველაზე დიდი მარაგების მქონე სახელმწიფოსთან, რომელიც ამერიკის ანტი-ჩინური პოლიტიკისთვის საკვანძო მოთამაშე გახდებოდა. ცნობისთვის, ეს სამხრეთ-აზიური სახელმწიფო 3.5 მილიონ ტონა მეტალების საბადოს ფლობს. ცნობისთვის, კონტინენტ-სახელმწიფო ავსტრალიის ტერიტორიაზე აღმოჩენილი და დადასტურებული ძვირფასი მეტალების მოცულობა 5.7 მილიონია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved