• რეკლამა
  • კონტაქტი
10:17, ოთხშაბათი, 7 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აშშ-მ Pfizer-ის ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა

ალია ავტორი - ალია
18:35 08-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა.

Pfizer-ის ვაქცინა აშშ-ში პირველი ვაქცინაა, რომელმაც მარეგულირებლისგან მსგავსი სტატუსი მიიღო.

აქამდე Pfizer-ის ვაქცინას საგანგებოდ გამოყენების ავტორიზაცია ჰქონდა მინიჭებული.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მეცნიერებმა ვაქცინის მონაცემების ასობით ათასი გვერდი შეაფასეს და მათივე თქმით, Pfizer-ის ვაქცინამ მარეგულირებლის უსაფრთხოების, ეფექტურობისა და წარმოების მაღალი სტანდარტები დააკმაყოფოლა.

„მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით ადამიანმა უკვე უსაფრთხოდ მიიღო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ზოგიერთისთვის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ ვაქცინის დამტკიცებამ ვაქცინაციისადმი დამატებითი ნდობა შეიძლება გამოიწვიოს“, – განაცხადა ჯანეტ ვუდკოკმა, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მოქმედმა კომისარმა.

„ჩვენ მიერ წარდგენილი უფრო გრძელვადიანი დაკვირვების მონაცემების საფუძველზე, 16 წლისა და უფროსი ასაკის პირებისთვის ვაქცინის დამტკიცება ჩვენი ვაქცინის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას ადასტურებს იმ დროს, როდესაც ის სასწრაფოდ საჭიროა“, – აღნიშნა Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ.

აშშ-ის მარეგულირებელში ასევე განაცხადეს, რომ ამიერიდან Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა Comirnaty-ის სახელით გაიყიდება.

ვაქცინაციის კამპანიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში Pfizer-ის ვაქცინის 204 მილიონზე მეტი დოზა გაიხარჯა.

თეგები: ფაიზერი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
ახალი ამბები

“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა

14:37 01-06-2026
როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved