• რეკლამა
  • კონტაქტი
04:38, პარასკევი, 12 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აშშ-ის სტრატეგიული გათვლა ახლა პირდაპირ IRGC-ის ლიდერებისა და ოფიცრობის ფიზიკური განადგურებაა” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
19:46 03-01-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
950
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
ირანზე ისრაელისა და აშშ-ს ინტენსიური დარტყმები უწყვეტად გრძელდება. გეოპოლიტიკური კანონზომიერებაა: როდესაც ტოტალიტარული რეჟიმები რღვევის პროცესს იწყებენ, რადიკალური ძალები ყველაზე მეტად სწორედ მაშინ იწყებენ გაშმაგებულ აქტიურობას. ისინი დამატებითი სისხლისღვრის პროვოცირებით თავისივე მომხრეებში დემორალიზაციის შეჩერებასა და ლეგიტიმაციის დაბრუნებას ლამობენ. ზუსტად ამას აკეთებს ახლა ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი (IRGC), როდესაც ბომბავს არაბულ სამეზობლოს.
მეორეს მხრივ, ამერიკელები დილიდან დიდი ინტენსივობით სწორედ IRGC-ის სამხედრო ბაზებს ბომბავენ. ზოგიერთ ბაზას ათობით ფრთოსანი რაკეტაც კი დაეცა. IRGC არ არის ჯარი (ირანს ცალკე ჰყავს ის) – არამედ ის არის ოფიციალურად აღიარებული ტერორისტული ორგანიზაცია, რომელსაც მთელ რეგიონში საკუთარი ტერორისტული ქსელი აქვს გაშლილი. სწორედ მათი ამოქმედების შედეგია ის, რომ ახლა სხვადასხვა ქვეყანაში ამერიკის საელჩოების წინააღმდეგ რადიკალი ისლამისტების მობილიზებას ვხედავთ.
აშშ-ის სტრატეგიული გათვლა ახლა პირდაპირ IRGC-ის ლიდერებისა და ოფიცრობის ფიზიკური განადგურებაა, რათა სისტემაში სერიოზული წინააღმდეგობის გამწევი აღარავინ დარჩეს. ვინც გადარჩება, იძულებული გახდება დათმოს და მოლაპარაკებაზე წავიდეს ან/და “ვენესუელის სცენარს” გაჰყვეს. და თუ ასე არ მოხდა, ცხადია, სახალხო აჯანყების შანსები მოიმატებს.
IRGC-ის, როგორც მთავარი სადამსჯელო და საყრდენი ძალის გარეშე, რეჟიმი უბრალოდ ვერ იფუნქციონირებს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მისი სიმბოლური თავი – აიათოლას სახით – უკვე მოკვეთილია.
ამიტომ, შემდგომ საათებსა და დღეებში კიდევ უფრო ინტენსიური დაბომბვები გაგრძელდება. ცხადია, ირანიც შეეცდება საპასუხო იერიშების მიტანას ცარიელ ბაზებსა თუ სამოქალაქო ობიექტებზე არაბულ სამეზობლოში. მაგრამ მთავარი სურათი უკვე დახატულია: ტოტალიტარული რეჟიმის კოლაფსისთვის მთავარი ინსტრუმენტის, IRGC-ის, სისტემური განადგურება ან/და სახალხო აჯანყება ახლა უმთავრესი მიზანია. ეს ცხადია, შესრულებადი, მაგრამ მაინც რთული ამოცანაა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved