• რეკლამა
  • კონტაქტი
09:17, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით, აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს სასწავლო ინსტრუქტორებმა, საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორებსა და გამომძიებლებს სპეციალური კურსი ჩაუტარეს

ალია ავტორი - ალია
14:09 12-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით, აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს სასწავლო ინსტრუქტორებმა, საქართველოს გენერალური პროკურატურის 30 პროკურორსა და გამომძიებელს, ასევე, შსს-ს ორ გამომძიებელს i2 დიაგრამების ანალიზის კურსი ჩაუტარეს. მონაწილეებმა შეიძინეს პროგრამული უზრუნველყოფის მართვის უნარები, რაც გამოძიების მსვლელობაში დაეხმარებათ, მათ შორის დაკავშირებული ქსელის ვიზუალიზაცია, გეოსივრცითი რუკებისა და სოციალური ქსელების ანალიზი.

ტრენინგის დასასრულს  მონაწილეებს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის ატაშე საქართველოში  ჯენიფერ სვიდერი  და აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს დირექტორი საქართველოში სარა რუპერტი შეხვდნენ. მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი აღნიშნული ტრენინგის და IBM i2 პროგრამის გამოყენების მნიშვნელობას, მონაწილეებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს და ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.  

კურსისთვის პროგრამული უზრუნველყოფა სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურომ შარშან შეიძინა და პროკურატურისთვის კურსი სრულად დააფინანსა.

IBM i2 ანალიზის პროგრამა სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკებისა და სამართალდაცვის საერთაშორისო ბიუროს და აშშ იუსტიციის დეპარტამენტის რეზიდენტი სამართლებრივი მრჩევლის პროგრამის მეშვეობით, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან პარტნიორობით დაინერგა. იგი პროგრამულ უზრუნველყოფას წარმოადგენს და დანაშაულის დროულად გამოძიებისთვის, ასევე დანაშაულის პრევენციისთვის გამოიყენება.

IBM i2 პროგრამა უზრუნველყოფს საგამოძიებო ინფორმაციის დროულ შეგროვებას, გაცვლას და ანალიზს, რათა მოხდეს თაღლითური და დანაშაულებრივი საქმიანობის იდენტიფიცირება, პროგნოზირება, თავიდან აცილება და ხელის შეშლა. ეს კი პროკურორებს და გამომძიებლებს საშუალებას მისცემს კარგად განვითარებული დანაშაულებრივი ქსელების ეფექტიანი და დროული გამოძიებისა და  სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved