აშშ-ირანის დაპირისპირება ახალ ეტაპზე გადადის. ამერიკის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, პრეზიდენტის მითითებით, ირანში განთავსებული რამდენიმე სამიზნის წინააღმდეგ დამატებითი თავდაცვითი დარტყმები დაიწყო. ვაშინგტონის განცხადებით, ოპერაცია პასუხია თეირანის მხრიდან „გაუმართლებელ და გაგრძელებულ აგრესიაზე“.
CENTCOM-ში აცხადებენ, რომ სამხედრო მოქმედებები თავდაცვით ხასიათს ატარებს და რეგიონში არსებული საფრთხეების განეიტრალებას ისახავს მიზნად.
















კომენტარები