• რეკლამა
  • კონტაქტი
04:42, შაბათი, 10 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აშშ ჰააგის სასამართლოს სანქციებს უწესებს: “ან მუქარებს შეწყვეტს, ან – დავასრულებთ”

ალია ავტორი - ალია
02:24 10-10-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

ტრამპის ადმინისტრაციამ 9 ოქტომბერს ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) სანქციები დაუწესა. აქამდე ვაშინგტონი სასამართლოს ცალკეულ მოსამართლეებსა და პროკურორებს ასანქცირებდა, ახალი გადაწყვეტილება კი, მთელ ინსტიტუტს ეხება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, სასამართლო სცდება საკუთარ უფლებამოსილებას და საფრთხეს უქმნის ამერიკის სუვერენიტეტს.

“ან ICC შეწყვეტს თავის მუქარებს, ან ჩვენ დავასრულებთ ICC-ს”, – განაცხადა მან.

სანქციების შედეგად იბლოკება სასამართლოს ის აქტივები, რომლებიც აშშ-ის იურისდიქციაშია. ამერიკულ კომპანიებსა და მოქალაქეებს სასამართლოსთან ფინანსური და სხვა ტიპის ოპერაციები ეზღუდებათ. თუმცა ვაშინგტონმა 180-დღიანი დროებითი ნებართვა გასცა სასამართლოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელ გარკვეულ ოპერაციებზე. ცალკე გამონაკლისები მოქმედებს პროგრამულ უზრუნველყოფაზე, ტელეკომუნიკაციებზე, საპენსიო გადახდებსა და დაკავებულებთან დაკავშირებულ მომსახურებებზე.

ტრამპის ადმინისტრაცია სასამართლოს პოლიტიკურ მიკერძოებასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. 18 აგვისტოს რუბიომ ICC “კორუმპირებულ და უკიდურესად პოლიტიზებულ” ინსტიტუტად მოიხსენია. ვაშინგტონის მთავარი პრეტენზია იმ ქვეყნების მოქალაქეების სამართლებრივ დევნას უკავშირდება, რომლებიც სასამართლოს დამფუძნებელი რომის სტატუტის წევრები არ არიან.

კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი 2024 წელს ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის დაკავების ორდერების გაცემა გახდა. სასამართლო მათ ღაზაში ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენას ედავება. ICC-ს ასევე გამოძიებული აქვს ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულები.

აშშ და ისრაელი რომის სტატუტის წევრები არ არიან და სასამართლოს იურისდიქციას არ აღიარებენ. ICC-ის პოზიციით კი, მისი უფლებამოსილება შეიძლება გავრცელდეს წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებზე, მიუხედავად ბრალდებულის მოქალაქეობისა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved