• რეკლამა
  • კონტაქტი
17:44, ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აშშ ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკული და საბანკო სანქციების მოამზადებისკენ მოუწოდებს

ალია ავტორი - ალია
17:50 12-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯონ ბაიდენის ადმინისტრაცია მოუწოდებს ევროკავშირის მოკავშირეებს, რუსული ბანკებისა და ენერგეტიკული კომპანიების წინააღმდეგ სანქციების ფართო პაკეტზე მუშაობა დაასრულონ. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ Bloomberg წერს.

მისი ცნობით, სავარაუდოდ, სანქციები ერთობლივად ამოქმედდება, თუ კრემლი უკრაინაში შეიჭრება. მედიის ცნობით, დაჩქარების მიზეზი ისიცაა, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვრებიდან ჯარების გაყვანის ნიშნები არ აჩვენა. აშშ-ში მიიჩნევენ, რომ სანქციების კონკრეტულ ვარიანტებზე შეთანხმება რუსეთის პრეზიდენტს ძლიერ სიგნალს გაუგზავნის.

გამოცემის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნები ამტკიცებენ, რომ ზედმეტად ნაჩქარევი ზომების განსაზღვრამ, შესაძლოა,კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების მცდელობებს ძირი გამოუთხაროს.

სანქციების წინადადებების საბოლოო დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება და ოფიციალური პირები ჯერ კიდევ აფასებენ იმ ზომების პოტენციურ ეკონომიკურ და სამართლებრივ ზემოქმედებას, რომლებიც შემოჭრის შემთხვევაში იქნება დაწესებული.

ამასთან, ევროპული ქვეყნები, რომლებიც ბევრად უფრო დამოკიდებულნი არიან რუსეთზე ენერგეტიკისა და სხვა იმპორტის კუთხით, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები, ძირითად საქონელზე და მათ ეკონომიკაზე გარკვეული ზომების გავლენით ასევე შეშფოთებულნი არიან.

სიის ზოგიერთი პოტენციური ნაბიჯი, როგორიცაა რუსეთის გათიშვა SWIFT გადახდის სისტემიდან, გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე და სხვა ბაზრებზე შესაძლო პრობლემების გამო, რომლებზეც რუსული ექსპორტი მოდის, უკიდურესად პრობლემურად არის მიჩნეული.

კიდევ ერთი შეშფოთება ენერგეტიკული ფასების ზრდის ფონზე გაზის ექსპორტის შეჩერების პერსპექტივა არის, რადგან რუსეთი ევროპული მარაგების დაახლოებით 40%-ს უზრუნველყოფს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია
ახალი ამბები

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

18:42 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved