• რეკლამა
  • კონტაქტი
03:00, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აშშ არ აპირებს საქართველო ჩააბაროს რუსეთს – “რეიგანისეული ფრთა” და ახალი ადმინისტრაცია – ბატიაშვილი

ალია ავტორი - ალია
23:34 05-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,292

ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა:

„ჩვენ დავინახეთ (აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის) პირველი 100 დღე – ამერიკაში უყვართ ხოლმე პირველი ასი დღის შეფასება და ამ ას დღეს აფასებს ხოლმე არა მხოლოდ მედია, ასევე ადმინისტრაცია და, ასე ვთქვათ, ხელმოსაჭიდი ბევრი არაფერი იყო ისეთი, რომელსაც ტრამპი, როგორც ახალი მსოფლიო ლიდერი, შესთავაზებდა საკუთარ ამომრჩეველს.

ადმინისტრაციაში შესანიშნავად მიხვდნენ, რომ პუტინს მხოლოდ დროის გაწელვა სურდა და არავითარი მშვიდობა მას არ სურს. ახალი ადმინისტრაცია ნელ-ნელა დგება ისეთი რეალობის წინაშე, როგორიც არის უკვე მოახლოებული შუალედური არჩევნები, სადაც ერთ პალატაში სამი და მეორე პალატაში ოთხი ხმის უპირატესობა აქვს, ეს ნიშნავს იმას, რომ იქ 1/3 უნდა განახლდეს, მაგრამ ეს 1/3 შეიძლება განახლდეს სწორედ „დემოკრატების“ უპირატესობით და ეს ნიშნავს იმას, რომ ტრამპის ადმინისტრაცია, ამ შემთხვევაში, იმ ფონზე, როდესაც მისი რეიტინგები კატასტროფულად მცირდება და, მათ შორის, იგივე უკრაინის ამბავშიც წარმატებად არ უთვლიან ამერიკელები მას მოღვაწეობას და უმეტესობა პროუკრაინულად არის განწყობილი, აქ უკვე სერიოზულად დაფიქრდა, თუ რა გზა აირჩიოს და აქეთ გადადგმული ნაბიჯები თუ არა, მკაფიო სიგნალებია – ტრამპმა ნება დართო 50 მილიონიანი სამხედრო შეთანხმების გაფორმებას. შეიძლება მცირე თანხა არის ეს ახლა, მაგრამ დასაწყისისთვის არა უშავს და გააქტიურდა „რესპუბლიკელების“ ის ფრთა, რომელიც პროუკრაინულად არის განწყობილი და რომელიც აქამდე ერთგვარ ჩრდილში იყო. ხშირად მათ მოიხსენიებენ ხოლმე „რეიგანისეულ ფრთად“ ანუ ტრადიციული „რესპუბლიკელები“ პარტიაში და მათ უკვე მიეცათ ფართო გასაქანი.

რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიიღებს, რა ფორმის იქნება პასუხი, მაგრამ ზოგადი ტენდენცია არის აქ მნიშვნელოვანი, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით, რომელიც მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, თუ საით წავა ეს ქვეყანა და ვფიქრობ, რომ კარგი ნიშნები არის უკრაინისთვის, შესაბამისად, ჩვენთვისაც.

ჩემთვის, პირადად, მნიშვნელოვანი და საყურადღებო იყო ის, რომ ბოლო შეხვედრა ქართულ ოფიციალურ პირებთან, დე-ფაქტო ხელისუფლებასთან იყო, შეიძლება ითქვას, ყოველგვარი პროტოკოლის გვერდის ავლით, როდესაც სურათის გადაღების საშუალებაც არ მისცეს – ეს ბევრ რამეზე მიუთითებს – ფოტოს გადაღების საშუალებას რომ არ გაძლევენ, ეს ნიშნავს, რომ შენ წითელი ბარათი გაქვს ნაჩვენები. ვიცე-პრემიერად წოდებულმა (ლევან დავითაშვილმა) ეზოში შეძლო ფოტოს გადაღება, რაც, რა თქმა უნდა, ბევრ რამეზე მიანიშნებს.

როგორც ჩანს, ვერაფერზეც ვერ შეთანხმდნენ. როგორც ჩანს, ამერიკელებმა კიდევ ერთხელ აუხსნეს, თუ რა უნდა გააკეთონ, რათა ურთიერთობების ნორმალიზაცია მოხდეს. ამ ფორმატითა და ამ სისულელით არავითარი ნორმალიზაცია არ იქნება. შეერთებული შტატები არ აპირებს, საქართველო ჩააბაროს რუსეთს და არ აპირებს, შეეგუოს დე-ფაქტოდ არსებულ სიტუაციას. პოლიტპატიმრების გათავისუფლება და სამართლიანი არჩევნები რჩება ერთადერთ გამოსავლად“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved