• რეკლამა
  • კონტაქტი
18:18, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აშშ ადასტურებს, რუსეთის ძალების მიერ, უკრაინაში სამხედრო დანაშაულებების ჩადენას – ბლინკენი

ალია ავტორი - ალია
23:24 03-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
188

სახელმწიფო დეპარტამენტის სამსახური, ენტონი ბლინკენის განცხადებას აქვეყნებს:

“რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უსამართლო ომის დაწყების შემდეგ, გააჩაღა ულმობელი ძალადობა, სიკვდილის და ნგრევის. მთელ უკრაინაში. არაერთი სანდო წყაროს მიხედვით, იგი მიზანში იღებს მშვიდობიან მოსახლეობას.

რუსეთის ძალებმა გაანადგურეს საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, საავადმყოფოები, ნფრასტრუქტურა, სამოქალაქო ავტომობილები, სავაჭრო ცენტრები და სასწრაფო დახმარების მანქანები, რის შედეგადაც ათასობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაიჭრა.

ადგილი, სადაც რუსეთის ძალებმა იერიშები მიიტანეს, აშკარად იყო იდენტიფიცირებული, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობისთვის განკუთვნილი. ასეთია მარიუპოლის სამშობიარო საავადმყოფო, როგორც ეს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა პირდაპირ აღნიშნა 11 მარტის ანგარიშში. ასევე მარიუპოლის თეატრი, ნათლად მონიშნული სიტყვა „дети“ – (ბავშვები)“ – უზარმაზარი ასოებით, ციდან ჩანს. პუტინის ძალებმა იგივე ტაქტიკა გამოიყენეს გროზნოში, ჩეჩნეთში, ალეპოში, სირიაში, რუსეთის ქმედებებმა უკრაინაში კიდევ ერთხელ ჩააგდო მსოფლიო შოკში, და, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, „სისხლითა და ცრემლებით დაბანა უკრაინელი ხალხი“.

დაღუპული და დაჭრილი უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის რიცხვი, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით, იზრდება. 22 მარტის მდგომარეობით, ალყაში მოქცეული მარიუპოლის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მხოლოდ ამ ქალაქში 2400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

გასულ კვირას მე გამოვეხმაურე პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებას, რომელიც ეხებოდა ნგრევისა და ტანჯვის ამსახველ უთვალავ მასალასა და სურათებს, რომლებიც ჩვენ ყველამ ვნახეთ და რომელიც მოწმობს ომის დანაშაულებს, ჩადენილს   პუტინის ძალების მიერ უკრაინაში. აღვნიშნე, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული დამიზნება ომის დანაშაულია. სახელმწიფო დეპარტამენტი და აშშ-ის მთავრობის სხვა ექსპერტები ახდენენ ცნობებისა და ფაქტების დოკუმენტირებას და აფასებდნენ უკრაინაში შესაძლო ომის დანაშაულებებს.

დღეს უკვე შემიძლია განვაცხადო, რომ ამჟამად არსებული ინფორმაციის საფუძველზე, აშშ-ს მთავრობა ადასტურებს, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა ჩაიდინეს სამხედრო დანაშაულები უკრაინაში.

ჩვენი შეფასება ეფუძნება საჯარო და დაზვერვის წყაროებს. ამ ტიპის დანაშაულებების განხილვაზე პასუხისმგებელი სასამართლო განსაზღვრავს კონკრეტულ შემთხვევებში სისხლის სამართლის დანაშაულს.

აშშ-ს მთავრობა გააგრძელებს ომის დანაშაულების შესახებ ანგარიშების მონიტორინფს და საჭიროების შემთხვევაში გაუზიარებს ინფორმაციას მოკავშირეებს, პარტნიორებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ჩვენ მზად ვართ მივყვეთ ანგარიშვალდებულების პრინციპის დაცვას ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტის გამოყენებით, მათ შორის სისხლისსამართლებრივი დევნის ჩათვლით”

თეგები: აშშრუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved