• რეკლამა
  • კონტაქტი
14:50, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აშენდება თუ არა გომბორის უღელტეხილზე გვირაბი

ალია ავტორი - ალია
12:40 12-22-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
207

თელავი-თბილისის დამაკავშირებელ გხაზე, რომელიც გომბორის უღელტეხილზე გადის, გვირაბი აღარ აშენდება.

აღსანიშნავია, რომ გვირაბის მშენებლობა რამდენჯერმე დაანონსდა, თუმცა, როგორც „კომერსანტს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, ამჟამად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის კმ33-კმ59 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცესი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც უღელტეხილზე გვირაბის მშენებლობა დაგეგმილი არ არის.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თელავიდან თბილისში საავტომობილო გზით მოხვედრა 2 მარშრუტითაა შესაძლებელი, გურჯაანზე გამავალით, რომელიც 150 კმ-ზე მეტია და გომბორზე გადასვლით, სადაც მანძილი 95 კმ-მდე მოკლდება.

2017 წლის მაისში კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ უღელტეხილზე გვირაბის მშენებლობა განიხილებოდა. იმ პერიოდში, კვირიკაშვილის პრემიერობის დროს, მთავრობა ტურისტული მიზნებისთვის კახეთში რკინიგზის აღდგენისა და აეროპორტის გახსნის დაპირებასაც იძლეოდა. ძველი პროექტებიდან მხოლოდ ავტობანი შემორჩა, რომლის მშენებლობაც ჯერ არ დაწყებულა.
გომბორის გზაზე გვირაბის აშენების იდეა 2012 წელს წინა ხელისუფლების დროსაც განიხილებოდა.
თავად გომბორის გზაც წინა ხელისუფლების დროს, 2010 წლის ოქტომბერში მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა. ძველი გზის რეაბილიტაცია 43 მლნ ლარი დაჯდა.

ამჟამად კახეთის მიმართულებით მსხვილი პროექტებიდან მხოლოდ თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზის მშენებლობა იგეგმება. გზა ოთხზოლიანი იქნება და მასზე 650 მლნ ლარი დაიხარჯება.

knews.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved