• რეკლამა
  • კონტაქტი
03:32, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ასეულობით მილიონი ლარის ინვესტიცია და რეალურად საჩუქარი განახორციელა ფონდმა „ქართუმ“ და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გურულებისთვის და მთელი საქართველოსთვის – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:17 08-19-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

ტურიზმის მიმართულებით გურიას აქვს უზარმაზარი პოტენციალი. ჩვენ ვაპირებთ კიდევ უფრო მეტი პროექტის დაფინანსებას, რომელიც ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის, აგროტურიზმის განვითარებას, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატის ავთანდილ თალაკვაძის  წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ასეულობით მილიონი ლარის ინვესტიცია და რეალურად საჩუქარი განახორციელა ფონდმა „ქართუმ“ და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გურულებისთვის და მთელი საქართველოსთვის.

„ფონდი „ქართუ“ ვახსენე და მინდა ასევე მადლიერებით აღვნიშნო ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც ამ მხარეში განხორციელდა, კერძოდ, შეკვეთილში, დენდროლოგიური პარკის მშენებლობით, მართლაც უნიკალური პარკის გახსნით, ასევე  BLACK SEA ARENA, ასევე შეკვეთილი, მინიატურული საქართველოს მართლაც უნიკალური პარკი. ასეულობით მილიონი ლარის ინვესტიცია და რეალურად საჩუქარი განახორციელა ფონდმა „ქართუმ“ და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გურულებისთვის და მთელი საქართველოსთვის.

ჩვენ ახლა ვემზადებით მოახლოებული არჩევნებისთვის. თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენ ვირჩევთ მერს, რომელიც მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას. ჩემს წინა გამოსვლებში მითქვამს და მინდა გავიმეორო, რომ ყველა, ვინც  ჩართულია საჯარო სამსახურში, იქნება ეს პრემიერ-მინისტრი, გუბერნატორი, მერი, პარლამენტის წევრი, თუ ა.შ. ყველანი უნდა ვიყოთ ხალხის სამსახურში 24 საათის განმავლობაში, ვინაიდან არჩეული მერი არის ხალხის მსახური, უნდა მოემსახუროს მოსახლეობას. მერი უნდა შევიდეს ყველა უბანში, სოფელში და ადგილზე გადაუწყვიტოს ჩვენს მოქალაქეებს რეალური პრობლემები და რეალური გამოწვევები. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი და არა უსაგნო, უშინაარსო პოლიტიკური ლანძღვა-გინება, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ოზურგეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved