• რეკლამა
  • კონტაქტი
15:35, სამშაბათი, 16 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

“ასეთი უნდა იყოს კლინიკა და ექიმი” – რას გვიყვება 4 წლის პაციენტის დედა

ალია ავტორი - ალია
19:40 02-08-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11,230

“ალიას” ესაუბრება ასმათ ახვლედიანი:

-4 წლის შვილი მყავს. მოულოდნელად აუწია ტემპერატურამ 38-მდე, ჰქონდა პირღებინებაც. იმ დღეს ოჯახის პირობებში მკურნალობა დავიწყეთ. ენტეროვირუსული ინფექცია გვეგონა. არ იყო ადინამიური, თამაშობდა, არ იყო სუსტად, კუჭის მოქმედებაც ნორმალური იყო. მეორე დღეს საჭმელი ვეღარ ჭამა, წყალიც კი ვერ დალია, ღებინების საწინააღმდეგო აბი მივეცი. აბის მიცემიდან ძალიან მალე, მოითენთა, აღენიშნებოდა ტაქიკარდია. ვხედავდი, რომ პირიქით, უფრო მძიმდებოდა მდგომარეობა. დასავლეთში ვიყავით სტუმრად და  პირველ რიგში რაიონულ საავადმყოფოში მივედით, სადაც ექიმმა გვითხრა, რომ რადგან ბავშვი, ხელით გასინჯვის დროს, მუცელს იტკივებდა, სჯობდა ქუთაისში გადაგვეყვანა. ჩათვალა, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო აპენდიციტი და კლინიკაში ქირურგი არ იყო. ამ დროს დასავლეთში თოვლიანი იყო გზები, ამიტომ ძალიან ნელა მივდიოდით, ვხედავდი რომ ყოველწუთიერად მძიმდებოდა ბავშვის მდგომარეობა და უმწეობა მიპყრობდა. ვლოცულობდი, რომ მალე მიგვეღწია ადგილამდე. ქუთაისის კლინიკაში რომ შევედით, ბავშვი ლამის გათიშული იყო.გადასხმა გაუკეთეს, ქირურგმა გასინჯა და აპენდიციტი გამოირიცხა. ძალიან მალე გვითხრეს რომ ბავშვს კრუნჩხვის ეპიზოდი ჰქონდა და გადაიყვანეს რეანიმაციაში.

ქუთაისშიც გვირჩიეს, რომ სასურველი იყო გადაგვეყვანა ბავშვი სხვა კლინიკაში, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა, პირიქით, უარესდებოდა. რეანიმობილით წამოვიყვანეთ თბილისში და პირდაპირ „ნიუჰოსპიტალსში“ მივიყვანეთ. ბავშვთა გადაუდებლის ექიმ თამარ ლიპარტელიანს, რომელმაც მიგვიღო, მინდა ვუთხრა ძალიან დიდი მადლობა, რადგან კლინიკაში როცა ფეხი შევდგი, თავადაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი. რეალურად იმედისმომცემი სიტყვები ამ დღეების მანძილზე, პირველად მისგან მოვისმინე.

ჩვენი ექიმი იყო გიორგი კვიცინაძე თუმცა, ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი, დავით ციბაძე წამითაც არ მოგვცილებია. სიმპტომური მკურნალობა და გამოკვლევები ერთდროულად დაიწყეს და ახლა რომ ვფიქრობ, სწორედ ამან გადაგვარჩინა. სამწუხაროდ, დაგვჭირდა ბავშვის ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა და ვერ აღვწერ, როგორი იყო ჩემი და ჩემი მეუღლის ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ვერ გადავიტანდი, ალბათ, ამ წუთებს, რომ არ მოვხვედრილიყავი ამ კოლექტივში და გეტყვით, რატომ – ბავშვს ჩაუტარდა ყველანაირი კვლევა: ვირუსოლოგიური, ბაქტერიოლოგიური, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ალერგიული ტესტები, შემოწმდა ელექტროლიტური ბალანსი და ა.შ. პარალელურად, ბატონმა დავითმა მითხრა, რომ ყველასთან ითანამშრომლებდა, ვისაც დავასახელებდი. მითხრა, რომ თუ მოვისურვებდი, შემეძლო ნებისმიერი კლინიკის, ნებისმიერი ექიმი ჩამერთო მკურნალობის და დიაგნოსტირების პროცესში. მართალია, არ დაგვჭირდა, მაგრამ ის ფაქტი, რომ საჭიროების შემთხვევაში, საშუალება მექნებოდა ნებისმიერ სპეციალისტთან და კლინიკასთან ურთიერთობის – ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ყველა მონაცემი იყო ღია, სრულად თანამშრომლობდა კლინიკა და ამან იმხელა ძალა მომცა, ვერ აღვწერ.

ყველა ანალიზის პასუხი იყო დამაკმაყოფილებელი, ამიტომ, თავის დაზღვევის მიზნით, პარალელურად, ანალიზები გადამოწმდა გერმანიაში. კლინიკა ამასობაში განაგრძობდა იმ სიმპტომების მკურნალობს, რაც ბავშვს აღენიშნებოდა და სიმპტომურმა მკურნალობამ თავისი შედეგი ზუსტად დღენახევარში გამოიღო. რამდენიმე დღეში უკვე სახლში წამოსვლაც შეგვეძლო. ჩვენი გოგო ახლა კარგადაა, სახლშია, თამაშობს. სწორმა მკურნალობამ შედეგი გამოიღო.

ცალკე მინდა აღვნიშნო, როგორი სისუფთავე სუფევდა კლინიკაში. მშობელი დაცულად გრძნობ თავს, როდესაც უყურებ, რომ შენი შვილი მოთავსებულია სუფთა, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ კლინიკაში. მოწესრიგებულია განყოფილებებს შორის კომუნიკაცია, არ გიწევს რიგში დგომა რენტგენის კაბინეტის წინ და ყველაფერს აკეთებენ თავად, ერთ სივრცეში, მშვიდად, პროფესიონალურად. პაციენტის ახლობლებს ამის დანახვა ფსიქოლოგიურად ძალიან გვამშვიდებს და კარგი იქნება ამას სხვა კლინიკებიც თუ გაითვალისწინებენ.

დიდი მადლობა იმისათვის, რომ „ნიუჰოსპიტალსმა“ იცის, რა დატვირთვა აქვს ბავშვისა და მშობლების ურთიერთობას გამოჯანმრთელების საქმეში. რეგულაციების დაცვით და გარკვეული დროით, ჩემი შვილის ნახვის პრობლემა არ მქონდა და ნამდვილად არაფერი არსებობს იმის ფასი, რომ როცა ჩემი შვილი ხელოვნური სუნთქვიდან გამოიყვანეს, პირველად დედა და მამა დაინახა და მშვიდად გაგვიღიმა.

ვინც მშობელია, მიხვდება რა გადავიტანეთ, რა მძიმე იყო ჩვენი ოჯახისთვის ეს წუთები და როგორი მადლიერნი ვართ. აი, ახლა თქვენ გესაუბრებით და ჩემმა ქმარმა რამდენჯერმე მთხოვა, მისი სახელითაც უზარმაზარი მადლობა გადასცეთ მთელ კლინიკას. მე პირადად, ამის შემდეგ, ყველას „ნიუჰოსპიტალსში“ მისვლას ვურჩევო. რასაკვირველია, ყველას გისურვებთ არ დაგჭირდეთ. მაგრამ, თუ ექიმი დაგჭირდებათ, სწორედ ასეთი უნდა იყოს ექიმი. ანალიზების პასუხებამდე სიმპტომებს უნდა უმკურნალოს, ინფორმაცია ღიად უნდა მოგაწოდოს, მზად უნდა იყოს სხვა ექიმებთან კონსულტაციისა და ინფორმაციის გაცვლისთვის. ასეთი უნდა იყოს კლინიკა, სუფთა, მორგებული პაციენტის საჭიროებაზე და შენ არ უნდა გარბენინოს კაბინეტიდან კაბინეტამდე. ასეთი უნდა იყოს კლინიკა, გულღია, ყურადღებიანი და პროფესიონალი ექიმებითა და ექთნებით დაკომპლექტებული. ვერასოდეს დავივიწყებ, კლინიკაში მისვლისას, ტირილით რომ ვყვებოდი ჩვენ ამბავს, ექიმსაც რომ ჩამოსდიოდა ცრემლი სახეზე.

გისურვებთ ჯანმრთელობას და საჭიროების შემთხვევაში, კარგი ექიმის ხელში მოხვედრას.

თეგები: ნიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა
ახალი ამბები

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

14:31 12-16-2025
გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ
ახალი ამბები

გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ

12:53 12-16-2025
თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა

12:01 12-16-2025
ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება

14:44 12-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved