• რეკლამა
  • კონტაქტი
19:06, ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ასეთი უბედური მეორეჯერ ვარ ცხოვრებაში” – ნანა დიხამინჯია

ალია ავტორი - ალია
02:45 10-05-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,593

“ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია:

ასეთი უბედური მეორეჯერ ვარ ცხოვრებაში. პირველად შარშან ვიყავი, დუშეთში ღამის პირველზე რომ მოვრჩით ხმების დათვლას და უწყისებს და ცოცხალ-მკვდარი ჩამოვედი თბილისში. გზაზე ორჯერ გავაჩერე მანქანა – ისეთი დაღლილი და გამოფიტული ვიყავი, მეშინოდა, რამეს არ დავჯახებოდი.

მეორე დღესაც მკვდარმა გავიღვიძე. გადავწყვიტე, რომ სამუდამოდ მოვცილებოდი ყველა საქმეს ამ ქვეყანაში. მერე მეგობრებს შევხვდი და ის ქართველები გამახსენეს, ვინც ფაქტობრივად წაგებულ ომში დაიწყო ქვეყნის აშენება. მაშინ ვიფიქრე, რომ დანებების უფლება არ მქონდა.

დღეს იყო ჯოჯოხეთი. გაცოფებული დავბრუნდი სახლში. ბოლო საათების ბურუსიდან ნელ-ნელა გამოიკვეთა კონტურები – რას ელოდნენ ორგანიზატორები, როგორ გააცურა ბიძინამ. მაგრამ ყველაფერი ჯანდაბას – ეს ახალგაზრდები როგორ გავწირეთ? ცხრაჯერ გვითხრეს სცენიდან, თქვენ აქ უნდა იყოთ, ისინიც აქეთ ამოვლენ ახლა, არ აყვეთ პროვოკაციებსო და 50 ათასი კაცი მშვიდად ვსეირნობდით რუსთაველზე, როცა ქვემოთ ორასი ბავშვი გაზში დარბოდა თურმე. ერთ ქუჩაზე ჩავედი, მეორეზე ჩავედი, ას კაცს ვკითხე, რა უნდა ვქნათ-მეთქი და არაფერიო. ცოტა გაზშიც მოვყევი, რომ ერთი ჯგუფი მაინც ამოგვეყვანა უკან და ეგ იყო სულ. ყველას გვეგონა, რომ რაღაც გეგმაა ასეთი – შიგნიდან გატეხვის და სხვა ყველაფერი უბრალოდ ფასადია.

კი, სავარაუდოდ გააცურეს. ყველა ამბავი და მინიშნება ამაზე მეტყველებს. მაგის მეტი რა გვაქვს ისტორიაში – გაყიდული აჯანყებების.

ეს მეორე სიკვდილი უარესი იყო – საერთოდ აღარ მინდა პოლიტიკაზე საუბარი. ამიტომ არ გამოვა ჩემგან პოლიტიკოსი – ვერასდროს გავრისკავ სხვისი უსაფრთხოებით. და ახლა ის მკლავს, რომ შეიძლება კიდევ დაიჭირონ ახალგაზრდები.

ისევ ჩემ საქმეს დავუბრუნდები ერთწლიანი პაუზის შემდეგ – მოსწავლეებს ვასწავლი, როგორ მიიღონ უკეთესი განათლება და როგორ შექმნან უკეთესი სისტემები. პოსტებიც მარტო ამაზე მექნება, სანამ ცვლილების რეალურ გზას არ დავინახავ.

არც რუსთაველზე მოსვლის აზრს ვხედავ. ერთადერთი აქცია, რომელშიც მონაწილეობას მივიღებ, გლდანის ციხესთან იქნება – იქნებ როგორმე გამოუშვან ის ბავშვები, ამ შემზარავ ურჩხულს რომ შესწირეს უმწიფარმა პოლიტიკოსებმა. მე მგონი, ეს ერთადერთი მოთხოვნა უნდა დაგვრჩეს.

ბოდიში, რომ რაღაცის იმედი მქონდა. ბოდიში, რო მ მეგონა, შიშველი ხელებით მოვერეოდით რუსეთს. ბოდიში, რომ ამაში გარწმუნებდით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved