• რეკლამა
  • კონტაქტი
19:16, ხუთშაბათი, 30 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ასეთი საქონელი რუსეთში არ უნდა შევიდეს საქართველოს გავლით” – ობრაიენი

ალია ავტორი - ალია
18:05 06-28-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
216

სანქციების კომისიის წარმომადგენელი აშშ-დან ჯიმ ობრაიენი მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან შეხვედრების შემდეგ გამართეს, ამბობს:

“ჩვენი მთავარი მიზანია, რომ რუსეთმა არ მიიღოს ის იარაღი, რითიც ახორციელებს ამ აგრესიულ ომს და კლავს ხალხს და ჩვენ როგორც აშშ ასევე ბრიტანეთი და ევროკავშირი, ყურადღებას ამახილებს იმ ელექტრონული მოწყობილობების სახეობაზე, რაც გამოიყენება ამ მიზნებისთვის. ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან ზუსტად ამ მიმართულებით გულისხმობს ამ ტიპის ელექტრონული აღჭურვილობის თუ მოწყობილობების მიმართულებას…

ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ დიდი სამუშაო შესრულდა საქართველოს მთავრობის მიერ და არის კომპლექსური სისტემა შექმნილი. თუ შექმნილი სისტემა გააგრძელებს მუშაობას, ჩვენ შევძლებთ, რომ მოვახდინოთ იდენტიფიცირება იმისა, თუ ხდება აკრძალული საქონლით ვაჭრობა. ელექტროსაქონლით ვაჭრობა დიდწილად იყო ლეგალური ამ წლის დასაწყისამდე. თებერვლის ბოლოსთვის ჩვენმა ქვეყანამ და ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა კონკრეტული დასახელების ნივთებით ვაჭრობა გახადა არალეგალური. მას შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ ვაჭრობის დინამიკის ცვლილება მოხდა რუსეთის მეზობელ ქვეყნებთან. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ეს სისტემა არსებობს და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ეს იყოს ეფექტური. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ვაჭრობის დინამიკა შეიცვალა. რუსული ექსპორტი საქართველოში აღდგა ემბარგოს შემდეგ და ზოგიერთი დიდი კომპანია აგზავნის საქონელს საქართველოში, ისევე როგორც რუსეთის სხვა მეზობელ ქვეყნებში. ამიტომ, ჩვენი დისკუსიების აქცენტი იყო იმაზე, რომ ასეთი საქონელი რუსეთში არ შევიდეს საქართველოს გავლით. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობასა და ხალხს კარგად ესმის, რომ რუსეთი უნდა შევაჩეროთ, რათა მან ვეღარ შეძლოს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ოკუპირება.” ამბობს ჯიმ ობრაიენი აშშ-ის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, სანქციების მთავარი კოორდინატორები უკვე 2 დღეა თბილისში არიან. მათ შეხვედრები გამართეს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

13:01 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved