ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:
შაბათს რუსეთიდან იყო ორი ამბავი: 1; ქართულ კომპანიებს აუკრძალეს ღვინის და მინერალური სასმელების შეტანა. 2. რუსეთის საგარეომ საქართველოს კიდევ ერთხელ მოთხოვა აფხაზეთთან და ცხინვალთან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმება და ე.წ. საზღვრების დელიმიტაცია–დემარკაცია.
ანუ ორი დღის წინ რუსეთმა მიიღო ქართული სახელმწიფოს მიმართ ორი კონკრეტული მტრული გადაწყვეტილება.დღეს პაპუაშვილის ბრიფინგის დიდი ნაწილი დაეთმო ევროპის გინებას ყველა ბრუნვაში. როცა რუსეთზე კითხეს, გაძვრა–გამოძვრა, აქედან შემოუარა, იქიდან შემოუარა, განაზოგადა, როგორი უსამართლოა სამყარო ზოგადად, რომ რისკები ყველგან არის და ა.შ., რამდენიმე წუთში მოამთავრა თემა და მიუბრუნდა ისევ ევროკავშირის გინებას.
ასეთი სახეახეული რუსეთუმე რანაირად უნდა იყო ქართველი კაცი, მართლა წარმოუდგენელია.











კომენტარები