• რეკლამა
  • კონტაქტი
04:10, კვირა, 27 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ასეთი რამე რომ ადამიანს აზრად მოუვა ის უბრალოდ კრიმინალია – რევაზ ბოჭორიშვილი

ალია ავტორი - ალია
11:57 07-26-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი საკუთრ ფეისბუქ გვერდზე ერთ-ერთი ანტივაქსერი ქართველის მოწოდების ტექსტს აქვეყნებს. ბოჭორიშვილი  აღნიშნავს, რომ პოსტი თავისი შინაარსით კრიმინალს შეიცავს და სასწრაფო რეაგირებას ითხოვს.

პოსტის ავტორი, ვინმე „არტ გეორგია ნინო“ ანტივაქსერებს მოუწოდებს გაერთიანდნენ და ფაიზერის ვაქცინეზე დარეგისტრირდნენ.
„დავჯავშნოთ ეს 500 000 დოზა ვაქცინა.
 გაუქმება შეგვიძლია დანიშნულ დღეს.
შემდეგ ჯავშანი ისევ.
დრო უნდა მოვიგოთ ხალხის ინფორმირებისათვის,“- ნათქვამია პოსტში.

რევაზ ბოჭორიშვილს მიაჩნია, რომ ეს მოწოდება ბოროტებაა და ამის აღსაკვეთად სასწრაფო ზომებია მისაღები.
„ყველაფერს აქვს ზღვარი.
ძლივს ვაქცინა გაჩნდა, ძლივს ჩაწერის საიტი ამუშავდა…და აი ასეთი რამე რომ ადამიანს აზრად მოუვა… ის უბრალოდ კრიმინალია.
არ გინდა აცრა, იდიოტი ხარ, ბოდვა ანთხიე მაგრამ ასეთი ბოროტების მოფიქრება???
თან 50 საერთო მეგობარი მყოლია.
რა უნდა გაკეთდეს ამის აღსაკვეთად?“- წერს ბოჭორიშვილი.

ცნობისათვის, აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული “ფაიზერის” 500 000 დოზა საქართველოში 24 ივლისს შემოვიდა.
“ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესი დღეიდან დაიწყო. მოქალაქეებს აცრა საქართველოს მასშტაბით 37 სამედიცინო დაწესებულებაში შეუძლიათ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved