• რეკლამა
  • კონტაქტი
05:57, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ასეთი პრინციპით იმართება შინპანზეების ჯოგი, ხროვა და არა დემოკრატიული პარტია” – ლევან ლორთქიფანიძე ენმ–ზე

ალია ავტორი - ალია
14:34 12-07-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
244

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

საქართველოში ყველაფერს ღუპავს ე.წ. “ნულოვან ჯამიანი თამაში”, როდესაც გამარჯვებულს ყველაფერი ერგება, დამარცხებულს კი არაფერი.
როდესაც სააკაშვილი კიევში იყო, მერაბიშვილი ციხეში, კეზერაშვილი კი ბოკერიას ჯგუფს აფინანსებდა, მელია ქუჩაში იბრძოდა, ყველაფერი იკადრა, პარლამენტის შტურმსაც კი მოაწერა ხელი, პატიმრობა გამოიარა, პარტიის თავმჯდომარის არჩევნები მოიგო, გლდანის პირველი ტური მოიგო… მოკლედ, წლების განმავლობაში ნაციონალური მოძრაობისთვის, მისი არსებობისთვის, მისი მავნებლური და დესტრუქციული ფუნქციის განხორციელებისთვის ბევრი გააკეთა, დროებით თავისუფლებაც კი გაწირა.
ენმ-ის თავმჯდომარეობის უკანასკნელ არჩევნებშიც სოლიდური შედეგი აჩვენა, 40% აიღო (მერაბიშვილ-კეზერაშვილის ჰანდპუპემ მხოლოდ 52%).
არჩევნების მეორე დღეს კი უთხრეს – მერე რა, რომ წლები პარტიისთვის იბრძოდი; მერე რა, რომ პარტიის თითქმის ნახევარმა ხმა მოგცა და შენი ლიდერობის გახანგრძლივების სურვილი გამოთქვა… მიუხედავად ყველაფრისა, ხმა ჩაიწყვიტე და უსიტყვოდ დაგვემორჩილე. თან იცოდე, შენს მომხრეებს პოლიტსაბჭოდან გამოვყრით, ოფისში ოთახსაც არ მოგცემთ, შენ მიერ შერჩეულ კადრებს გადავაყენებთ მუნიციპალური თანამდებობებიდან და ა.შ. მოკლედ, ხაბეიშვილს ყველაფერი, შენ არაფერი!
ასეთი პრინციპით იმართება შინპანზეების ჯოგი, ხროვა და არა დემოკრატიული პარტია. დემოკრატიულ სტრუქტურებში უმცირესობაში აღმოჩენა განადგურებას არ ნიშნავს, ძალაუფლების ნაწილი დამარცხებულსაც უნდა ეკუთვნოდეს.
სამწუხაროდ, ეს პრინციპი მხოლოდ ენმ-ზე არ ვრცელდება.
P.S. ისე, მე სულ ცალ ფეხზე მკიდია ენმ… თავში ქვა უხლიათ, მუცელში სამართებელი. უბრალოდ, ვწერ.
თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved