• რეკლამა
  • კონტაქტი
16:51, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ასეთი ფულისმომტანი ადამიანი როგორ მოიცილა ამ არხმა? – მთავარი მოქმედი პირი ამერიკული სასამართლოა” – გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
22:08 04-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
925
დეპუტატი, რომან გოცირიძე:
“ტაკერ კარლსონი “ფოქსნიუსიდან” გაუშვეს. ეს არის ამ არხის ყველაზე ცნობილი ტელეწამყვანი: დემაგოგი, მატყუარა, მანიპულატორი, პუტინისტი, გააფთრებული ანტიუკრაინისტი, ჰომოფობი, შეთქმულების თეორიის მიმდევარი და ანტივაქსერი, ტრამპისტების რადიკალური ფრთის MAGA-მიმდევარი და პროპაგანდისტი. წლიური ხელფასი 30 მილიონი დოლარი.
თუ ასეთი საზიზღარი ტიპია, ამოდენა ხელფასს რატომ უხდიანო, იკითხავთ ალბათ? იმიტომ, რომ ბევრი მაყურერებელი ჰყავს, 5 მილიონამდე ადამიანი უყურებს ყოველ საღამოს. ბნელები და მარშისტები მარტო ჩვენთან კი არ არიან, ამერიკელებსაც თავიანთი ჰყავთ.
კი მაგრამ, ასეთი ფულისმომტანი ადამიანი როგორ მოიცილა ამ არხმა? იმიტომ, რომ ოქროს კვერცხის მდებელი ქათამი ზარალიანი გახდა, კოლოსალური ზიანი მიაყენა ამ ცნობილ ტელეარხს.
ამ ამბავში ვინაა მთავარი მოქმედი პირი, ტაკერი? ტელევიზია? ის ბიზნესკომპანია? (გაიგებთ ქვემოთ, თუ რომელი). არა, მთავარი მოქმედი პირი ამერიკული სასამართლოა, რომელიც საბოლოოდ ყველას უჩენს თავის ადგილს.
“ფოქსნიუსი” და ტაკერ კარლსონი წლებია გაიძახის, რომ ტრამპს არჩევნები გაუყალბეს, რომ ბაიდენმა მანიპულაციებით გაიმარჯვა და ეს მოხდა ელექტრონული ხმისმთვლელი მანქანების მეშვეობით, რომელიც თურმე ისე ყოფილა დაპროგრამებული, რომ ბიულეტენებს ტრამპის საწინააღმდეგოდ ითვლიდა. ჰო და ამოუვიდა ყელში ამათი ჩხავილი ამ მანქანების მწარმოებელ კომპანიას, იჩივლა სასამართლოში, გამართლდა და ამ ტელეარხს ცილისწამებისათვის დაეკისრა 787 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა.
სამართალმა პური ჭამა.
ტაკერას კარგა ბლომად ფული აქვს და მშიერი არ დარჩება, მაგრამ ეს ისტორია კარგი მაგალითია ჩვენი დღევანდელი კონტექსტისათვის-აი მაგალითი, თუ რას ნიშნავს დამოუკიდებელი სასამართლო და თუ რატომ გვირჩევენ ჩვენი მეგობრები, რომ ამ საქმეს მივხედოთ პირველ რიგში.
დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი არჩევნები, დამოუკიდებელი მედია კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული სისტემის ფუნდამენტია. ამ შემთხვევაში სწორედ სასამართლომ დაამყარა ბალანსი სისტემაში წარმოქმნილი გადახრის წონასწორობაში მოსაყვანად.”
შეიძლება იყოს 1 person გამოსახულება
თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026

ბიზნესი

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი

15:54 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved