• რეკლამა
  • კონტაქტი
14:15, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ასეთი ნაბიჯის გადადგმა ტრამპისა და ბაიდენის, ივანიშვილისა და სააკაშვილის მსგავს ადამიანებს არ შეუძლიათ” – ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
14:02 07-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,440

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

რა საშინელი ტერმინია კონფრონტაციის / ძალადობის სპირალი!
სპირალი არის მრუდი, რომელიც უსასრულო რაოდენობის ხვეულებს ქმნის წერტილის ირგვლივ და თანდათან შორდება საწყისს.
ყველაფერი დაპირისპირების მცირე აქტით იწყება, შეიძლება თითქოს უმნიშვნელო სიტყვიერი შეურაცხყოფით, შეურაცხყოფას შეურაცხყოფა მოსდევს, შემდეგ ვიღაც დასაშვებად მიიჩნევს მოწინააღმდეგის გალახვას, სამთავრობო შენობის დარბევას, ძალადობას ძალადობა მოჰყვება…
მომდევნო საფეხურზე ფანატიკოსები გამოდიან ასპარეზზე. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ მათი აზრი უპირობო, აბსოლუტურ ჭეშმარიტებას წარმოადგენს. ფანატიკოსები ადვილად ჩაიქნევენ ხელს დემოკრატიაზე, პროცესზე, რომელსაც დათმობა, მოწინააღმდეგის აზრის გათვალისწინება, დრო სჭირდება. ასეთ დროს სასოწარკვეთილნი ფიქრობენ, რომ კანონიერი საშუალებებით აღარაფერი გამოდის, ყველაფერი იღუპება! მომავლის ფატალისტური ხედვა და საკუთარი აზრის უმცირესი ეჭვის გარეშე მიღება, ადამიანს იარაღის გამოყენებისკენ უბიძგებს… იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები!
და შეიძლება სპირალი სისხლმაც კი არ გააჩეროს და მრუდმა მორიგი ხვეულების წარმოქმნა განაგრძოს მანამ, სანამ თავზე არ დაგვემხობა ყველაფერი.
დღეს ყველა იმ ქვეყანაში, სადაც პოლარიზაცია პიკს აღწევს კონფრონტაციის სპირალი სრული სიმძლავრით არის ამოქმედებული…
გააჩერეთ, სანამ დროა! სპირალის გაწყვეტა მხოლოდ გამაოგნებლად არასტანდარტულ, არაჩვეულებრივად კეთილშობილურ და მოულოდნელ ნაბიჯებს შეუძლიათ… ასეთი ნაბიჯის გადადგმა კი ტრამპისა და ბაიდენის, ივანიშვილისა და სააკაშვილის მსგავს ადამიანებს არ შეუძლიათ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved