• რეკლამა
  • კონტაქტი
16:43, შაბათი, 7 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სასტიკად შევცდი” – რას წერს დავით ზურაბიშვილი ლევან იოსელიანზე

ალია ავტორი - ალია
14:31 01-17-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,001

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:

საერთოდ, სახალხო დამცველები საქართველოში საქმიანობის დასაწყისისას უფრო ფრთხილები და ლოიალურები იყვნენ ხოლმე ხელისუფლების მიმართ და შემდგომ პროცესში ბევრად კრიტიკულები და თამამები ხდებოდნენ, რადგან ომბუდსმენის ინსტიტუტი თავისი არსით არის ხელისუფლების ოპონენტი ადამიანის უფლებების სფეროში. თუ ომბუდსმენი მეტ-ნაკლებად მაინც პატიოსნად ასრულებს თავის მოვალეობას, სხვანაირად შეუძლებელია

პირადად ჩემზე, ლევან იოსელიანი, როგორც დეპუტატი არ ტოვებდა ცუდ შთაბეჭდილებას. ამიტომ ცოტა ზედმეტად სუბიექტურად და გადაჭარბებულად მიმაჩნდა ის ნეგატიური რეაქცია, რაც მის დანიშვნას მოჰყვა. ვფიქრობდი, რომ თუ მას საერთოდ სურდა მორალური რეპუტაციის შენარჩუნება, ადრე თუ გვიან მოუწევდა ხელისუფლებასთან დაპირისპირება. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა უბრალოდ კი არა, სასტიკად შევცდი.

არ ვიცი რა კომპრომატი აქვს ხელისუფლებას ამ ადამიანზე ან რა ვალი აქვს თავად იოსელიანს ამ ხელისუფლების, მაგრამ ასეთი კატასტროფა სახალხო დამცველი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. სულ პირველი ომბუდსმენი რომ გვყავდა 90-იანებში, მილიციის გენერალი დავით სალარიძე, ისიც კი გაცილებით ადეკვატური იყო იოსელიანთან შედარებით, სხვებზე რომ არაფერი ვთქვა.

ბოლო დრომდე ვიმედოვნებდი, რომ ამდენი უბედურების შემხედვარეს, მოთმინების ფიალა მაინც აევსებოდა და თავის სახელს დაარქმევდა იმ უმსგავსოებას, რასაც ხელისუფლება სჩადის სამოქალაქო პროტესტის მონაწილეთა მიმართ, მაგრამ მეტი არაა ჩემი მტერი! მას შემდეგ კი, რაც მან დიანა ტრაპაიძესთან ილაპარაკა და პლუს კიდევ შალვა რამიშვილს შესჩივლა მეგობრულად თუ როგორ ჩაგრავენ ლიბერალი ფაშისტები, ვფიქრობ მხოლოდ ერთადერთი სამსახური შეუძლია გაუწიოს სახალხო დამცველის ინსტიტუტს – გადადგეს თანამდებობიდან.

მართალი გითხრათ არც ამის იმედი არა მაქვს და უფრო ის მგონია, რომ გაჯიუტების ამბავში მთლად მამუკა მდინარაძეს თუ არა, გია აბაშიძის ტიპის რომელიმე სახელისუფლებო ექსპერტს მაინც დაემსგავსება, მაგრამ ამ შემთხვევაში მოხარული ვიქნები თუ შევცდები.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved