• რეკლამა
  • კონტაქტი
17:26, შაბათი, 3 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ასეთი ამბების დამალვა არ შეიძლება და ყველა ძალიან ყურადღებით იყავით!“ – რა შეემთხვა ავტობანზე აკა სინჯიკაშვილს

ალია ავტორი - ალია
12:40 12-17-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
481

აკა სინჯიკაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას აფრთხილებს.

ქველმოქმედი გვიზიარებს ამბავს, რომელიც მას ავტობანზე შეემთხვა.

„ასეთი ამბების დამალვა არ შეიძლება და ყველა ძალიან ყურადღებით იყავით!

მე და დათიკო მოვდიოდით ჭიათურიდან და ავტობანზე დავინახეთ ორმოც წლამდე კაცი და ორსული ქალი. ქალს უკვე დიდი მუცელი ჰქონდა და წელში მოხრილს, ორივე ხელი ზედ ჰქონდა შემოხვეული.

გავუჩერეთ რა თქმა უნდა და ჩავისვით. გოგო მოვიკითხეთ – მეთქი რამე ხო არ გაწუხებთ, ან ექიმი ხომ არ გჭირდებათ ან სად მიდიხართ, პირდაპირ იქ მიგიყვანთ..

გოგო გაფითრებული იჯდა და ისევ კაცმა ამოიღო ხმა – სვანი კაცი ვარო, მესტიელი. ქალი ექიმთან მყავდა თბილისში და ბავშვზე ცუდი ამბები გვითხრესო. აბა ისევ თბილისისკენ რატომ მიდიხართთქო ვკითხე და – საავადმყოფოში ორასი ლარით მეტი გადაგვახდევინეს, გზის ფული არ დაგვრჩა და ზუგდიდის მარშრუტკის მძღოლმა გზაში ჩამოგვსვაო. თბილისში ბიძაშვილთან დავრჩებით, საჭმელს მაინც გვაჭმევსო. რა დაგვემართა ხომ ხვდებით, სისხლი გაგვეყინა მართლა. ბანკის ბარათი არ მაქვსო და იქვე რაც რამე გვქონდა ყველაფერი ამოვიღეთ და მივეცით. ამით მეთქი მესტიაში ჩადით, ამით წამლები იყიდეთ, ამით საჭმელი იყიდეთ. კომუნალურების ნომერსაც ვართმევდით, მეთქი ჩვენ გადაგიხდით.

კაცი არ გვართმევდა თავიდან, ძალიან მრცხვენიაო, მერე გამოგვართვა ყველაფერი, დიდი მადლობა გადაგვიხადა, ნომერი ჩაიწერა და ბედნიერმა გვითხრა, ახლა მე მივხედავ ჩემს ცოლსო

მოვდივართ და ვითომ კაი საქმე ვქენით და რაღაცა ეჭვი გვჭამს მაინც რა.

ჯერ ერთი, მესტიელის კილოს, დედამიწაზე ყველა არსებული კილოსგან ვარჩევ და მსგავსი არაფერი ჰქონია.

ზუგდიდის კი არა დედამიწაზე არცერთი მარშრუტკის მძღოლი, ორსულ ქალს უფულობის გამო გზაზე არ ჩამოსვამს. რომც ჩამოსვას, მგზავრები არ მისცემენ საშუალებას.

მერე რაღაცა ლარიანი კომედი ზარი გააკეთა ტელეფონით, ხმამაღალზე ჩართო და ვიღაც ტიპმა უთხრა, ხოიცი ძმაო მართლა არ მაქვს, თორემ ვიცი რა დღეშიც გყავს ცოლი და ბავშვიო.

მაგრამ ქალი მართლა ორსულად იყო, დავაკვირდით და სახითაც, ტანითაც და ყველაფრით ორსულად იყო და მეთქი არ ვიდარდოთ და იმ მუცელში რომ ზის, იმ ბავშვის საჩუქარი და ჯანმრთელობა იყოს ყველაფერი, რაც მივეცით. თან რანაირი საქმეა ასე ადგე და კაცს ორსული ცოლის გვერდით უთხრა – აფერისტი ხარო.

რა თქმა უნდა, ვერ მოვისვენე და კარგად გამოვიკითხე ეს ამბავი და იცოდეთ –

ეს ნა…არი აფერისტი კაცი, ზოგჯერ მარტო დგას, ზოგჯერ ორსულთან ერთად და ზოგჯერ ბავშვთან ერთად. თითქმის ერთი და იგივე ამბავს ჰყვება ყველასთან და რამხელა ფულს ახევს დღეში ყველას, აზრზე არ ხართ.

ვინმეს აუცილებლად შეგხვდებათ და რომელიმე თუ გაგაჩერათ, იქვე მიულეწეთ კბილები.

რამდენმა ალბათ თავისი ბოლო კაპიკები მისცა, რამდენმა თავის შვილებს მოაკლო და ამ ახვარს გაუვსო ჯიბე. ორსულების და ბავშვების გამოყენებისთვის, სვანების შეურაცხყოფისთვის უბრალოდ იმისთვის, რომ ასეთი ძაღლისგაჩენილია, ორივე ყური ზედვე აახიეთ და არ გააჭაჭანოთ არც ავტობანზე და არცერთი სოფლის გზაზე,“ – წერს აკა სინჯიკაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved