• რეკლამა
  • კონტაქტი
05:12, სამშაბათი, 4 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ასეთ ხალხს ქვეყანა კი არა, ორი ბატი არ უნდა ჩააბარო”

ალია ავტორი - ალია
04:12 08-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძეს პასუხობს, რომელმაც ,,პატრიოტთა ალიანსი” ,,შმატრიოტებად” მოიხსენია:

,,ირაკლი კობახიძის კომენტარს გავეცანი პატრიოტთა ალიანსის შესახებ და მორიგჯერ ვხვდები, რომ ასეთ ხალხს ქვეყანა კი არა, ორი ბატი არ უნდა ჩააბარო.

ადამიანი, რომელსაც ის არ ესმის, ეროვნული ცნობიერება რა არის… ადამიანი, რომელიც მედგრად ეწინააღმდეგებოდა პატრიოტების რეზოლუციას,- ნაცმოძრაობის მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების თაობაზე… ადამიანი, რომლის საარჩევნო პროგნოზებიც მუდმივი კრახით მთავრდება… ადამიანი, რომელიც თითქოსდა ნაცმოძრაობას “ებრძვის” და სინამდვილეში სააკაშვილ-ბოკერიას პოლიტჯგუფების დაწინაურებითა და დონორობითაა დაკავებული, ბედავს და ბათუმის ბანერით აღშფოთებული (რომლის წამომავლობასაც ჯერ კიდევ ვიკვლევთ) ჩვენს “შმატრიოტობაზე” საუბრობს და ეს თურმე საზოგადოებამ უნდა დაგმოს. ახლა მე მომისმინეთ: სწორედ კობახიძე და მდინარაძეა მთავარი მიზეზი, რომ “ქართულმა ოცნებამ” დაკარგა ათასობით მხარდამჭერი, ეს არსაიდან ხელისუფლებაში მოსული, კოჰაბიტაციის გულშემატკივრები- კობახიძე და მდინარაძე დღესაც განიზიდავენ “ქართული ოცნების” ალალ მხარდამჭერებს.

ესაა ყველაზე დიდი პროვოკაცია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ- ნაცმოძრაობის ყველა შტო ასე რომ გაათავხედეთ! საქმე იქამდე მიიყვანეთ, სამშობლოს ინტერესების დამცველ ხალხს მოღალატეებს ეძახით თქვენც და ისინიც. გააუფასურეთ ყველაფერი, რაც წმინდაა… გულწრფელია… სუფთაა… პოლიტიკა ფსიქიურად ალეწილი, მწამებელი, სადისტი, ვითომ პროდასავლური პერსონაჟების თავშესაფრად აქციეთ. თქვენ თვითონ იქეცით კრებით მურუსიძეებად! ახლა დააკვირდით: დავით გარეჯზე ამოიღებ ხმას, უმალ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად გამოგაცხადებენ! აჭარაში თურქულ ექსპანსიას შეეხები, რუსეთის დავალების შემსრულებლის იარლიყს მოგაკერებენ! ნაცმოძრაობის დასჯას მოითხოვ, უმალ გაახსენდებათ, რომ პრორუსული პარტიის მოთხოვნა არ უნდა დააკმაყოფილონ! ბავშვების შიმშილის თემაზე მოითხოვ რეაგირებას? 100 გვერდიანი მოხსენებებით გამოვლენ, რომ ყველა მაძღარია და მაინც და მაინც არჩევნების წინ გაახსენდებათ ბავშვები და პენსიონერები, სახელმწიფოს ფულით, ბიუჯეტიდან დახმარებას გაწევენ და პარტიას უწევენ პიარს.

ბოტები და ტროლები, ფეიკები და ავატარებიც ბლომად ჰყავთ. მე ვინმე ქალბატონ ლამარას სერიოზულ პასუხს ვცემდი, პატივისცემით მოვიხსენიებდი და ეს ქალბატონი ლამარა, თუმე, “ქართული ოცნების” ბოტი ყოფილა. იგივე ხელწერა აქვთ, რაც სააკაშვილ-ბოკერიებს! იგივე მეთოდებით გვებრძვიან!

ახლა კვლავ ბათუმის ბანერზე. ეს ბანერი იმ ადგილზე გამოჩნდა, სადაც ბანერის გამოფენის უფლება მიღებულიც არ გვქონდა და ეს ბათუმის მერიის განცხადებამაც დაადასტურა. ჩვენი პარტია თვითნებურად ბანერს არსად არ აკრავს და აქ მიჩნდება პირველი ეჭვი. მეორე ეჭვი ისაა, რომ ამ ბანერის თაობაზე ჩვენზე ადრე ინფორმაცია იმ ხალხს ჰქონდა, ბათუმის მერიას რომ მუშაობა არ აცადა, მაიმუნივით ახტა ბოძზე და ჩამოხია ბანერი. კიდევ იმან დამაფიქრა, მევახშეების და მწამებლების პარტიების აბობოქრებულ კომენტარებს ასე სინქრონულად რომ გამოეხმაურა კობახიძე- მდინარაძე და კობახიძის განუყრელი მრჩეველი – შარმანაშვილი. აი, ეს შარმანაშვილი და მისი კომენტარი იყო ყველაზე საინტერესო- არც ერთი ხმა პატრიოტებსო! მოკლედ, დიდი ერთობა ჰქონდათ დღეს კობახიძეს, მდინარაძეს, სამადაშვილს, ხოშტარიას, აქტივისტ ფერაძეს და ვინმე მაქარაშვილს! მაგრამ საქმე იმაშია, რომ ვერც ეს სინქრონული შემოტევა ჩვენზე, ვერც “შმატრიოტების” ძახილი, ვერც რიჟვაძის დაქადნება,- აჭარას დაცვა არ სჭირდებაო, ვერ შეცვლის მწარე რეალობას სწორედ აჭარაში. აჭარას დღეს სჭირდება დაცვა და ეს იქნება ჩვენი მოწოდება საზოგადოებისადმი.

P.S. უკვე თითქმის გათენდა. ველოდები, დილიდან რა ახალ თავდასხმას ამზადებთ ჩვენზე. არ გამიკვირდება, კობახიძე, მდინარაძე, ხოშტარია, ბოკერია, სამადაშვილი და მებაღე ნატა ახლა ერთად რომ ისხდეთ და ამ მზაკვრობას გეგმავდეთ.”

თეგები: ირაკლი კობახიძეირმა ინაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თარჯიმანი
ახალი ამბები

„შეჭამე შენი თითები“– სასაცილო, ძვირადღირებული და ტრაგიკული შეცდომები – როცა თარჯიმანი არასწორად თარგმნის

20:32 08-03-2026
ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved