• რეკლამა
  • კონტაქტი
23:41, პარასკევი, 13 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

” ასეთ ღარიბაშვილს გავუგებდი, მაგრამ არაფერი იყო ღარიბაშვილში გულწრფელი და მზრუნველი” – ქართლოს ყორანაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:15 04-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
333

 სადაზღვევო კომპანია “არდის” აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ქართლოს ყორანაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინის მოვლენებზე წერს:

ყორანაშვილი საქართველოს დასავლელ პარტნიორებს მიმართავს და ჩვენი ქვეყნის წარსულს შეახსენებს.

 

„ჩვენო დასავლეთელო მეგობრებო, ხომ ნახეთ ბუჩა? ჰოდა, ჩვენ ეგ ვიწვნიეთ 2008-ში. მანამდე 1992-1993-ში. კიდევ მანამდე 1991-1992-ში. და ამ წლებს შორის შუალედსაც მთლად მშვიდობა არ ერქვა. მაგრამ გაგვიჭირდა, თქვენი დარწმუნება, რა ურდოს წინაშე ვიყავით პირისპირ.

და მანამდეც იყო 1989, 1978, 1956, 1930-იანები, 1921… და მათ შორის შუალედები. და მანამდეც იყო 1841, 1832, 1819-1820, 1812-1813, 1804… და მათ შორის შუალედები. რამე უთუოდ გამომრჩებოდა. ბოდიში.

1783… მას შემდეგ, რაც რუსულ-მონღოლური ურდო კავკასიაში გამოჩნდა, მთელი კავკასია ვეწამეთ. ზოგი ეთნოსი ტერიტორიიდან გაქრა. ბოსის ჯონსონმა ეს იცის, რაკი ჩერქეზთა შთამომავალია. (ჩვენ განვიცადეთ ჩვენი მოძმე ჩეჩნეთის გენოციდიც. განვიცდით ჩვენი მოძმე სომხეთისა და აზერბაიჯანის წვალებასაც. რომ არა რუსეთი, მთიანი ყარაბაღის საკითხი უკვე განსაზღვრული იქნებოდა და ქვეყნები ჩვენი რეგიონის მომავალზე და კეთილდღეობაზე ერთად ვიზრუნებდით.)

ჩვენ ყოველთვის გვინდოდა, თქვენ გვერდით ვყოფილიყავით – დაგხმარებოდით სამხრეთი-აღმოსავლეთიდან და დახმარებაც მიგვეღო. დაწყებული მინიმუმ 1714-დან. მაგრამ გვიწევდა, მწარედ გაგვეგო, რომ თქვენ ჩვენთვის არ გეცალათ. ჩანს, იმასაც კი გასაგებად ვერ ვხსნიდით, რარიგ ვწვალობდით,“ – წერს ქართლოს ყორანაშვილი.

მისი თქმით, სწორედ ამ წლებმა შექმნა უნდობლობა, ამიტომაც ვერ აძლევს თავს უფლებას საქართველო, დასავლეთის მხარდაჭერის იმედით, თამამად გამოხატოს თანადგომა უკრაინის მიმართ.

„ჰოდა, გვაპატიეთ, რომ 3 საუკუნის გამოცდილებით და გენური მეხსიერებით ბოლომდე ვერ ვართ დარწმუნებულები, რომ ამჯერად ყველაფერი შეცვლილია და ისევ არ აღმოვჩნდებით მტერთან პირისპირ. ჰოდა ამიტომ, გვაპატიეთ, რომ ჩვენ ვერ ვაძლევთ თავს უფლებას, შევუერთდეთ თქვენს სანქციებს… სიტყვით. ხოლო საქმით იმას ვიზამთ, რასაც დავინახავთ, რომ თქვენ აკეთებთ,“- მიმართავს დასავლეთს ყორანაშვილი და აღნიშნავს, რომ ასეთი პოზიციის დაფიქსირების შემთხვევაში, ირაკლი ღარიბაშვილს გაუგებდა.

„მე პირადად, აი, ასეთ ღარიბაშვილს გავუგებდი. მაგრამ არაფერი იყო ღარიბაშვილში გულწრფელი და მზრუნველი, გარდა პატრონის მაამებლობისა. პასუხი ხომ ერთი და იგივეა, მაგრამ მოტივია სხვადასხვა. და ეს იდიოტური შეჯიბრი ომსა და თავისუფლებას შორის ხომ ცალკე ფარსია!..

და მაინც, ღარიბაშვილი ჯობს გახარიას! გახარია ასევე დაემონებოდა პატრონს და შეუსრულებდა რუსულ დავალებებს, მაგრამ ისე ეშმაკურად, ვერც კი გავშიფრავდით. გაცხადებული მგელი ჯობს ცხვრის ტყავში გადაცმულს. როდის მივხვდებით ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა, თანაც სიღრმისეული გაცნობიერებით, რომ რუსეთი გვყავს შემოშვებული სახლში?!. რომ ყველა შემოთავაზებული ჩახლართული ლოგიკა მხოლოდ იმის ჯერჯერობით წარმატებული მცდელობაა, რომ ისე არაა საქმე, როგორც არის. როდის შევეშვებით ერთმანეთზე ნადირობას, ერთმანეთში ქოც-ნაცების ძებნას, პირად შიშს, სიძულვილს, ბოღმას, რომ მტრის წინააღმდეგ გავერთიანდეთ?..

ამ დილით ამეკვიატა ორსიტყვიანი აზრი, რომ საზოგადოების განვითარებულობა “ერთმანეთის პატივისცემაშია”. და მერე დავიწყე ამ სიტყვების ჩაშლა: რა არის “ერთმანეთი” და რა არის “პატივისცემა”? მერწმუნეთ, ამ ორი სიტყვის ქვეშ სიკეთის და ღირსების ღრმა სამყაროა.”

 

თეგები: ქართლოს ყორანაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved