პოლიტიკოსი, ეკა ბესელია:
“მახარებს და მაიმედებს ჩვენი ახალგაზრდების ასე მრავლად ხილვა სოლიდარობის აქციაზე . ეს იმ თაობის ხმაა, რომელშიც ჩვენი თავდადებული წინაპრების გენია, ვისაც შეგრძნების დონეზე აქვს ცოდნა რატომ და რისთვის წირავდა სიცოცხლეს ჩვენი საამაყო წინაპარი, როდესაც საქმე ეხებოდა თავისუფლებას და სამართლიანობას.
ამ თაობას ესმის, რომ სირცხვილია სიმხდალე, რომ მეზობელს, მეგობარს, მოყვასს როდესაც უჭირს და ჭირდები – სირცხვილია დაიმალო, ზურგი შეაქციო, ათასი რამ მოიგონო სიმხდალის და არა სიფრთხილის გასამართლებლად….
მთელი ჩვენი ისტორია სხვა არაფერია, თუ არა ამ იდეალებისა და ღირებულებებისთვის ბრძოლა !
გასაჭირში იცნობა ადამიანი და ჩანს კიდეც ვინ ვინაა…
საქართველო დემოკრატიული , თავისუფალი სამყაროს ნაწილი უნდა იყოს და არა ბელარუსის მსგავსი როლის ქვეყანა ….ბელარუსი ხალხი ამ ტვირთს როგორ ატარებს, რაც მისმა ავტორიტარულმა ხელისუფლებამ არგუნა ???
აი ასეთ დროს არის საჭირო აჩვენოს ერმა, რომ ის არ არის ღირსი ასეთი ხელისუფალის ! ჩვენც ასეთ დროს უფრო მეტი, ვიდრე მარადიული ღირებულებების დაცვაა, არ მოგვეთხოვება და ესაა ის მთავარი არჩევანი, რაც უნდა გავაკეთოთ!
და სწორედ ამ ენერგიას ასხივებს დღეს ჩვენი ახალგაზრდა თაობა, ყველა ის ადამიანი ვინც ყოველთვის დგას ამ ღირებულებების დასაცავად”
კომენტარები