• რეკლამა
  • კონტაქტი
18:01, ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ასეთ დროს ამ პასუხის დაგვიანება ანტივაქსერებს აძლევს დამატებით იარაღს – ზაზა წერეთელი

ალია ავტორი - ალია
21:52 05-25-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
90

თამო კეშელავა

„ალიას“ ესაუბრება ზაზა წერეთელი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ჩრდილოეთის განზომილების ჯანდაცვის პარტნიორობის საექსპერტო ჯგუფის კოორდინატორი, ბარენც-ევროარქტიკული საბჭოს „ახალი ტექნოლოგიების და ჯანდაცვის სისტემის მოწყობა მცირედ დასახლებულ ტერიტორიებზე“ პროგრამის კოორდინატორი.

– მართალია, საქართველოს მოსახლეობას ხშირად გვეძახიან ანტივაქსერებს, თუმცა, ჩინური, ჯანმოს დაუმტკიცებელი ვაქცინა შემოვიტანეთ სინოვაკი და იქაც კი, მას შემდეგ, რაც როგორც იქნა, რეგისტრაციის საიტის გასწორებას მოაბა თავი მთავრობამ – სამ საათში ყველა ადგილი დაიჯავშნა. თქვენ ხშირად ესწრებოდით წინა პრემიერის დროს, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრებს, ბოლო დროს ვეღარ გხედავთ. მეტად ხართ დაახლოებული სამედიცინო წრეებთან, იქნებ, თქვენ მაინც იცით რამე, ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ექთნის, 27 წლის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე? და საერთოდ, როგორ ხდება მსგავსი საქმეების გამოძიება ევროპაში? არ მიგაჩნიათ, რომ ასეთ საქმეებზე სიჩუმე დაუშვებელია და აზიანებს ვაქცინაციის პროცესს?

– დიახ, ახლა ნამდვილად არ ვიღებ მონაწილეობას საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრებში, მეც თქვენსავით მედიიდან ვიგებ, რომ შეიკრიბნენ და იმსჯელეს, და რა საკითხები განიხილეს.  რაც შეეხება თქვენს შეკითხვას ვინ არის ანტივაქსერი – ანტივაქსერია ადამიანი, რომელიც ზოგადად ვაქცინების წინააღმდეგია, ამახინჯებს ფაქტებს გამიზნულად ყველა ვაქცინის შესახებ. ადამიანი რომელიც ორჭოფობს, კონკრეტული ვაქცინის გაკეთება, არ გაკეთებაზე – ანტივაქსერი არ არის და მას სჭირდება მეტი ინფორმაციის მიწოდება გადაწყვეტილების მისაღებად. რაც შეეხება ექთნის გარდაცვალებას, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს! შემიძლია გითხრათ, ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც ვმუშაობ, ასეთი და მსგავსი შემთხვევების გამოძიება სწრაფად ხდება, ცდილობენ სწრაფად გააგებინონ მოსახლეობას პასუხი, რას მოჰყვა ადამიანის გარდაცვალება, ვაქცინას თუ ვაქცინაციის პროცესს, სად იყო დაშვებული შეცდომა. როცა, ადამიანები ისედაც ორჭოფობენ ვაქცინის გაკეთებაზე, გაათმაგებულად ელიან პასუხს – ასეთ დროს პასუხის დაგვიანება ანტივაქსერებს აძლევს დამატებით იარაღს ხელთ. სიმართლე ისედაც არ დაიმალება, მაგრამ სიმართლის თქმა, ამტკიცებს ნდობას იმ პირის მიმართ, ვინც სიმართლეს ამბობს და მერე იქნებ, ნაკლები კომენტარები ვნახოთ – ოჰ, მაგან წყალი შეიშხაპუნა და ასე შემდეგ. ამიტომაც უნდა დადგენილიყო სიმართლე. 100 პროცენტით არ შემიძლია იმის თქმა, რომ ეს შემთხვევა არ იყო ვაქცინის ბრალი, მაგრამ 99 პროცენტით ვფიქრობ, რომ ვაქცინის კი არა, ვაქცინაციის პროცესის სისუსტის გამო მოხდა, ან არ იყო პერსონალი კარგად მომზადებული, ან დაიბნა იმ მომენტში და არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. მოსახლეობას მარტო ვაქცინის კი არ ეშინია, ვაქცინაციის პროცესისაც, მათ უნდა ჰქონდეთ ნდობა ექიმების, არ უნდა იფიქრონ, რომ ვაქცინაციის დროს გართულება თუ მოხდება, მათ ვერ მიხედავენ, ვერ მოუვლიან! არ უნდა თქვან, ვაიდა, რამე მომივიდეს და ვერ დამეხმარონ? მოდი, სჯობს სახლში ვიჯდე და არ წავიდე ვაქცინაციაზე. მე არც ის მგონია სწორი, რომ თბილისიდან, რეგიონებში უნდა წავიდეს ხალხი ასაცრელად, რეგიონში აიცრას რეგიონის მაცხოვრებელმა. ითქვა, თბილისიდან ხალხი ხულოში, ხონში ჩავიდაო და ხონში ვირუსი რომ ჩაიტანოს თბილისიდან ჩასულმა და ინფექცია გავრცელდეს, ამაზეც ხომ უნდა ვიფიქროთ. ყველა უნდა აიცრას საცხოვრებელი ადგილმდებარეობის მიხედვით. იმათ კი, ვინც ორჭოფობს, სჭირდებათ სწორი პასუხები და ინფორმაციის სწორად მიწოდება.

თეგები: ზაზა წერეთელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი
ახალი ამბები

განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი

13:38 06-03-2026
TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი
ახალი ამბები

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი

13:17 06-02-2026
კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

13:10 06-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved