• რეკლამა
  • კონტაქტი
15:15, პარასკევი, 17 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ასე თუ არ მოხდება, მაშინ ადამიანი ვეღარ გამოიყენებს უძრავ ქონებას სესხის ასაღებად და მოუწევს გაყიდვა“ – ოთო კახიძე

ალია ავტორი - ალია
18:01 01-23-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,456

ყოფილი პარლამენტარი ოთო კახიძე:

„1. მტაცებლური სესხი/მტაცებელი გამსესხებელი მავნებლური კომუნისტური ტერმინოლოგიაა, ანტისემიტიზმთან (მევახშე ურიები) მჭიდრო ბმით.
2. კანონი ვერავის დააძალებს ფულის გასესხებას. არავინაა ვალდებული თავისი შრომით მოპოვებული ფინანსური რესურსი სხვას უზრუნველყოფის და სარგებლის გარეშე ასესხოს.
3. პირს, ვისაც აქვს ფინანსური რესურსი, მიმართავენ ფულის სესხების თხოვნით. თუ გასესხება ფინანსურად მომგებიანია გამსესხებლისთვის და პირობები მისაღებია მსესხებლისთვის, მხარეები თანხმდებიან. იდება წერილობითი ხელშეკრულება ინფორმირებული და სრულწლოვანი ადამიანების ხელმოწერით, და ეს ყველაფერი რეგისტრირდება სახელმწიფოს მიერ.
4. თუ ხელშეკრულების რომელიმე მხარე პირობების თაობაზე ინფორმირებული არ არის და მას ატყუებენ, ასეთ გარიგებას სამართლებრივი ძალა ვერ ექნება.
5. ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, გამოიყენოს საკუთარი ქონება. მათ შორის – აიღოს სესხი და ჩადოს უძრავი ქონება სესხის დაბრუნების გარანტიად (იპოთეკა).
ეს ნიშნავს იმას, რომ სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში ქონება გაიყიდება და ამოღებული ფულით დაიფარება სესხი.
6. როცა ქონება იყიდება, მას მყიდველის სახით უჩნდება ახალი მესაკუთრე. თუ ყოფილი მესაკუთრე უარს ამბობს უკვე სხვისი საკუთრების დატოვებაზე, მას გამოასახლებენ.
ასე თუ არ მოხდება, მაშინ ადამიანი ვეღარ გამოიყენებს უძრავ ქონებას სესხის ასაღებად და მოუწევს გაყიდვა.
გაყიდვის შემთხვევაშიც შეუძლია ფული აიღოს, მოიხმაროს და უძრავი ქონების დატოვებაზე უარი განაცხადოს, ამ შემთხვევაშიც მას გამოასახლებენ.
7. იპოთეკით დაზარალებული არის აბსურდული ტერმინი. შეიძლება არსებობდეს თაღლითობით ან გამოძალვით დაზარალებული, მაგრამ ფულის მიღებით ადამიანი ვერ დაზარალდება. შესაძლოა, სესხად აღებული ფული ვერ განკარგოს მომგებიანად, მაგრამ ეს უკვე მისი (!) რისკია.
8. “მტაცებელი გამსესხებლებისგან” “იპოთეკით დაზარალდებულთა” დაცვის ეგიდით ძვირდება სესხები წესიერი გადამხდელებისთვის და ადამიანები ვერ ახერხებენ თავიანთი საკუთრებით სრულფასოვნად სარგებლობას.“
თეგები: ოთო კახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა

13:59 07-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved