ჟურნალისტი, ვიკა ბუკია:
ბავშვს ველოდებოდი ხოლმე ბაგრატიონის ქუჩაზე. ვზივარ ჩემთვის ეზოში, ბევრი კორპუსია და ეზო. ვხედავ მოქოცო ბიჭები დგანან გვერდით (და არც მთლად ქოცები) ლაპარაკობენ პოლიტიკაზე. ზედოზირებაზე ილაპარაკეს, კრიპტო აიწიაო, გადაურეს ოპოზიციას, არაბულ ქალაქებზე აგინებდნენ კობახიძეს. მერე ერთმა ჩახედა ტელეფონს და ჩვენი “პასტა” გაეძროო. იცინოდნენ. მე თქი პასტა ვინაა დამაინტერესა. ყური ჩავაგდე. ტიპმა მთელ თბილისზე დაწერა დანოსიო. გავიტრუნე:)
თურმე ვატო შაქარაშვილზე იძახდნენ. არ წარმომუდგენია ასე როგორ უნდა მოიჭრა თავი ბირჟაზეც “პასტა” გეძახონ მეტსახელად.
“ჩვენება ვარაუდით” – რატომ გამოიძახა პროკურატურამ “მოწმე”, რომელიც მოწმე არაა?











კომენტარები