• რეკლამა
  • კონტაქტი
15:51, ორშაბათი, 20 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ასე მარტივი არ არის პანდემიის დასრულება” – რატომ გახდა სეზონური გრიპი აგრესიული და რა გართულებას ტოვებს ომიკრონი? – “ვინ მიხედავს ამდენ შშმ ადამიანს?”

ალია ავტორი - ალია
22:11 02-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
122

თამო კეშელავა

„ალიას“ ესაუბრება პულმონოლოგი, ქირურგი დავით  ნანობაშვილი.

– ომიკრონის შტამი მეტად გადამდებია, მაგრამ ნაკლებად აგრესიული მიმდინარეობით, მეტწილად, როგორც ექიმები ამბობენ და ზოგი იმასაც ამბობს, რომ ომიკრონი შეიძლება იყოს პანდემიის დასასრულის დასაწყისი – თქვენ რას ფიქრობთ?

– ომიკრონი პაციენტებს უმეტესად მსუბუქად გადააქვთ კი და უმეტესობას 3-5 დღის მერე – არაფერი სჭირს. ახლაც იღუპებიან და მეტწილად ეს მაინც დელტა შტამისგან გამოყოლილი მძიმე შემთხვევები და გარდაცვალებაა, ჩემი აზრით. მაგრამ, არის ერთი სახიფათო მომენტი, რომელსაც არავინ ითვალისწინებს – ვინმემ იცის, რას შვრება ომიკრონი და სეზონური გრიპი ერთად? ახლა სეზონური გრიპების „ამინდია”, პირდაპირი გაგებითაც და გადატანითი მნიშვნელობითაც. ჯერ ერთი, წელს შედარებით უფრო ცივი ზამთარი გვაქვს, მეორეც შარშან რომ შემცირდა მობილობა, უმეტესობას პირბადე ეკეთა და ადამიანები გარკვეულ რეგულაციებს იცავდნენ მთელ მსოფლიოში, სეზონური გრიპი შარშან ძალიან შესუსტდა, ერთეული შემთხვევებიღა იყო. თვითგადარჩენის ინსტინქტი ჩაერთო სეზონურ გრიპს და უფრო აგრესიული გახდა – დააკვირდით, წელს ბევრად უფრო აგრესიულია სეზონური გრიპი და მიდის მაღალი სიცხეებით 39-39,5 გრადუსით, ყელის ძლიერი ტკივილით ომიკრონსაც ახასიათებს ყელის ტკვილი, მაგრამ არა ასეთი ძლიერი, როგორიც სეზონურ გრიპს. ჩემ შვილს ჰქონდა ცოტა ხნის წინ სეზონური გრიპი, როგორც გითხარით და ისე სტკიოდა ყელი, წყლის დალევაც უჭირდა. თან არ დაგვავიწყდეს, რომ ეს სეზონური გრიპი, ძალიან შორებელი კი არ არის ამ კორონავირუსის, მისი ძველი ვერსიაა, მისი მშობლებია და ვინმემ იცის, ომიკრონის და სეზონური გრიპის ერთდროული დამართება რას იზამს? კორონავირუსის ძველი და ახალი ვარიანტები ერთად როგორ იმოქმედებს, დადგენილია? ან ომიკრონის მერე – პოსტკოვიდური რა პრობლემები განვითარდება? ამბობენ, ომიკრონით ნაკლები ადამიანი კვდებაო, მაგრამ პოსტკოვიდური გართულებები ამასაც ახლავს და შეიძლება ისეთი რევმატიული პრობლემები გამოიწვიოს, სიარული გაუჭირდეს ადამიანს. წარმოვიდგინოთ, ყოველი მეორე და მესამე ადამიანი რომ შრომისუუნარო გახდეს, რას იზამს მერე სახელმწიფო, რომელიც ასაკობრივ პენსიას ძლივს უხდის ხალხს? ვინ მიხედავს ამდენ შშმ ადამიანს? ვინ შეინახავს? ასე მარტივად არ დგას პანდემიის დასრულების საკითხი, ჩემი აზრით, მე მგონია რომ კიდევაა მოსალოდნელი ახალი შტამები, რატომ არიან დარწმუნებულნი რომ მუტირებას არ მოახდენს ვირუსი? ასე ვამბობდით დასაწყისში დელტა შტამზეც, იოლი ფორმააო… ახლა რომ ომიკრონმა მუტირება განიცადოს, რომელი ქვეყნიდან წამოვა ახალი შტამი და როგორი იქნება, ვინმემ იცის? და კიდევ ერთი ძალიან საგულისხმო საკითხი – ომიკრონი ემართება ყველას, მათ შორის, აცრილებსაც, ვირუსი რომ ახერხებს წარმოქმნილ იმუნიტეტს გვერდი აუაროს და მოხვდეს ორგანიზმში, რატომ ფიქრობენ, რომ ვერ მოახდენს მუტირებას? ამ მომენტში იგი არის ყველაზე გადამდები და თუ ხვალ ახალი მუტირებული შტამი იქნება ყველაზე გადამდები და ყველაზე აგრესიული ერთდროულად? ვარაუდია ყველაფერი ახლა რასაც პანდემიის დასრულებაზე საუბარობენ. ომის საფრთხეა მომდგარი, სხვადასხვა ქვეყნებში გამოსვლებია, ხალხი დაღლილია, ეკონომიკა ნადგურდება და ქვეყნები ცუდსა და უარესს შორის აკეთებენ არჩევანს. პანდემია დასრულდება ომიკრონით, თუ არა, ამის თქმა შეგვეძლება ივნისს-ივლისში, როცა დაცხება, როცა ვირუსის ხელშემწყობი ფაქტორები აღარ იქნება. იქამდე საუბარი, როგორ იქნება – ტყუილია. რა არის გამოსავალიო, მკითხავთ – იმუნური სისტემის გაძლიერება. იძახეს აცრა, აცრა, აცრა და აგერ, თურმე, არც ისეთი ეფექტურია აცრა, როგორც გვეუბნებოდნენ, ჩემ ირგვლივ არაერთ ადამიანს დაემართა, ვინც ორჯერ იყო ვაქცინირებული, უამრავი ადამიანი ვიცი, ვინც სამჯერ იყო აცრილი, ბუსტერიც გაკეთებული ჰქონდა და მაინც დაემართა. ვერც იმას ვიტყვით, რომ აცრილებიდან არავის ჰქონდა რთული ფორმით ვირუსი. საერთო ჯამში, ჩემი აზრით, ვირუსი აგრესიული ფორმით მიდის მაშინ, როცა დიდი ოდენობით მოხვდება ადამიანის ორგანიზმში ვირუსის ნაწილაკები.

– გვითხრეს, რომ ტესტები ხშირად ვერ ადგენენ, ვირუსი მაქვს, თუ არა, აქამდე საუბარი იყო სწრაფი ტესტების ცდომილებაზე, მაგრამ ახლა უკვე პისიარ ტესტების ცდომილებებიც დაფიქსრიდა. პაატა იმნაძემ განაცხადა, ჩემ შვილიშვილს ყველა სიმპტომი აქვს და ვთვლი, რომ კოვიდია, მაგრამ სწრაფმა ტესტმა უარყოფითი აჩვენა და არ არის ასპროცენტიანი ტესტებიო. ხოდა, რას ვაკეთებთ ასეთ დროს? მაქვს სიმპტომი, არ დამიდასტურა – რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი? რას ველოდები?

– არაფერსაც არ დაელოდოთ, სიმპტომური მკურნალობა უნდა დაიწყოთ. ნებისმიერი გრიპის ტიპის დაავადებას ყოველთვის მკურნალობდნენ და მკურნალობენ სიმპტომურად, არ არსებობს მკურნალობის სპეციფიკური მეთოდი. მივიღოთ სითხე, მაგრამ არც ძალიან ბევრი, 2 ლიტრი, მივიღოთ პარაცეტამოლი, რომელიც ანთების საწინააღმდეგოა და მისი მიღება მაშინაც შეიძლება, თუ სიცხე არ გაქვთ. სიცხის შემთხვევაში პარაცეტამოლის დოზებს ვზრდით და თუ სიცხე არ გვაქვს, მაგრამ არის ყელის ტკივილი, ხველა – მცირე დოზებით მივიღოთ – დღეში ერთხელ, მაგალითად. არ დავასახელებ, მაგრამ ერთი სიცხის დამწევი პრეპარატია, რომლის შემდეგაც პაციენტებს ძალიან ხშირად სიცხე უვარდებათ 34-35 გრადუსამდე და არც სისხლზე მოქმედებს კარგად. ნუ მიიღებთ ყველანაირ მედიკამენტს.

აღნიშნულ ინტერვიუში ექიმ ნანობაშვილი გამოთქვამს მის პირად მოსაზრებებს, მაგალითად, პარაცეტამოლთან დაკავშირებით და ის შეიძლება არ ემთხვეოდეს ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის და სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენელთა ოფიციალურ გაიდლაინებსა და რჩევებს.

თეგები: დავით ნანობაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved