ყოფილი პარლამენტარი ირაკლი მელაშვილი:
,,რაგბი ევროპის ფინალი.
პოტუგალია 19- 17 საქართველო !!!!
მივიღეთ ის, რასაც ვიმსახურებდით! ასე ხდება ყოველთვის, როცა პარტია, უვიცი და ამბიციური პოლიტიკოსები ერევიან იქ, სადაც მათი საქმე არ არის! სადაც პროფესიონალიზმს პარტიული მორჩილება ანაცვლებს! ჰო, პრემიერის მამა არ დაგავიწყდეთ ფედერაციის “პრეზიდიუმში”, “ვაზელინისტების” ქვოტით!
ჩასვრა და უკუსვლა დაიწყო მაშინ, როცა ფედერაციის ყრილობაზე რაგბისტების არშესაშვებად პოლიცია ჩააყენეს, “პრარაბი” ტყემალაძე ფედერაციაში დანიშნეს, იმან კი მისი ნათელ მირონი ნაკრების მწვრთნელად მოიყვანა! ფულით იყიდეს ფედერაციის ჩინოვნიკები, რაგბისტების მორჩილება, მაგრამ დაიკარგა ის, რის გამოც ხალხს ქართული რაგბი უყვარდა, თავისუფალი, ლაღი სული, ქართული ჟინი და თავმოყვარეობა! “ოცნების” ფულიანი და პარტიული ხალხის ფედერაციაში არჩევის შემდეგ წავიდა ჩვენი საქმე უკან და დაიწყო შეუქცევადი რეგრესი! აგერ, ლოგიკურად, აქამდეც მივედით! იმ “ძელეცურად” მართულმა ფედერაციამ ჯერ უპრეცენდენტო დოპინგ სკანდალშიც გახვია ქართული რაგბი, ის სამყარო რომელიც, ერთ დროს, ჩვენი საზოგადოების სიამაყე იყო, ახლა კი ასეთი მართვა უკვე სპორტულ შედეგებზეც აისახა! ასე რომ ყველაფერი კანონზომიერია! გული შეიძლება გაგისკდეს კაცს, საითაც გაიხედავ, ყველგან ერთი და იგივეა!
P.S. კიდევ გვაქვს პრეტენზია გვჩაგრავენ და პირველ დონეზე არ გვათამაშებენო?“














კომენტარები