ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი, ანა კოლ–შიმშილაშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს, სადაც ქართული ოცნების მთავრობას ლანძღავენ, იმის გამო, რომ ებრაელებს მიულოცეს დღესასწაული, ეხმაურება და წერს:
ამ ვიდეოს გამომქვეყნებელი და მათი კომენტატორები, ყოველი ერთი საქართველოს მტერია! ვინაიდან აღვივებენ მტრობას და შუღლს, დიახ, მტრობას!ნუთუ ეს საქართველოა?ნუთუ ქართველია პოსტის ავტორი ან მისი კომენტატორები?ასეთი ზიზღი, მხოლოდ იმისთვის რომ დიასპორას მიულოცეს დღესასწაული?თანაც არაა რელიგიური დღესასწაული…ამდენი ბოღმა????ქვემოთ ფოტოს დავდებ, წინა მთავრობაც გვილოცავდა დღესასწაულს, მერე? რა მიხდა მერე?ებრაელების გამოგონილი ტექოლოგიებით პოსტავთ, ებრაელების გამოგონილი და შექმნილი ტექნოლოგიით მკურნალობთ… ეს ყველაფერი გინდათ ებრაელების გარეშე?ტფუი თქვენ!შურიანები და ბოღმები ხართ, მეტი არც არაფერი!ვერ გიპატიებიათ რომ ისინი მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 0.2% ია და ნობელის პრემია კი 24% აქვს ებრაელებს !!!ებრაელები მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ ~0.2%-ს შეადგენენმაგრამ ნობელის ლაურეატებში მათი წილი 100-ჯერ მეტია მათ დემოგრაფიულ წილზე!!!ეს ვერ აგიტანიათ ხომ?დავარქვათ ყველაფერს მისი სახელი!!!ვის რა წაართვა ებრაელმა, მხოლოდ აძლევს, დიახ, აძლევს განათლებას და წინსვლას!არ მოგწონთ, მაშ, შეეშვით ებრაელის პორტალზე პოსტების გამოქვეყნებას, შეეშვით მათი მიღწევების გამოყენებას ფიზიკაში, ქიმიაში, მედიცინაში, ეკონიმიკაში, ლიტერატურაში… შეეშვით და დაბრუნდით გამოქვაბულში! დიახ, გამოქვაბულში!ებრაელს თქვენი ბოღმით არაფერი არ უშავდება, ის რაც არ კლავს, მხოლოდ გვაძლიერებს!!! ხო და უყურეთ ჩვენს სიდიდეს, მეშინია არ გასკდეთ!ებრაელი არის ფენომენი და ამას ვერ შეცვლით!თქვენ კი გაამრავლეთ მაჰმადიანები, საქართველოს ნამდვილი ისტორიული მტრები ქვეყანაში!!ღმერთმა დამიფაროს ადგილობრივ მუსლიმზე რამე ვთქვა, იცით მშვენივრად რაზე ვსაუბრობ, თუ არა და გაუსეირნეთ აღმაშენებლის გამზირზე (ჩემი დროის პლეხანოვი), ან კოტე აფხაზის ქუჩაზე (ჩემი დროის ლესელიძე)… ქუჩების გვარების შეცვლა არ ცვლის არაფერს, გააჩნია ვის უკავია ეგ ქუჩა! პლეხანოვია თუ აღმაშენებელი, იქ ქართული ნაკლებადაა..სამარცხვინოები ხართ ამის დამწერნი!
…
ჩემი ბოლო ფრენა ძალიან შთამბეჭდავი იყო!
თბილისში საშინელი ქარი იყო, მგზავრები აეროპორტში ფიქრობდნენ ფრენა გადაიდებოდა, მაგრამ მე როგორც #Georgian #airways – #აირზენას მუდმივი მგზავრი უკვე რამდენიმე წელია, ჩემს გვერდით მყოფ ისრაელელებს ვუთხარი რომ შანსი არ იყო ამის, რომ ეგენი ყველანაირ ქარ-ცეცხლში დაფრინავენ და ყავთ საუკეთესო პილოტები… (მეკუთვნის უკვე საპატიო მგზავრის სტატუსი)
ისრაელელებს რომ ვამბობ, ვგულისხმობ ისრაელელ ებრაელებს, მუსლიმებს თუ ქრისტიანებს.
მოკლედ ჩემი პროგნოზი გამართლდა და პუნქტუალურად ავფრინდით ჰაერში!
და რა თქმა უნდა მოვხვდით ტურბულენტურ ზონაში.
პირველად არ ვარ ტურბულენტურ ზონაში, მაგრამ ამჟამად იყო ხანგრძლივი შედარებით.
მგზავრები პანიკამ მოიცვა, განსაკუთრებით მამაკაცები ბღაოდნენ და ყველამ ერთად საკუთარ ენაზე “მიაკითხა” #ერთ #ღმერთს .
ასე გაგვაერთიანა სამი რელიგია ღმერთმა!
ებრაელებმა “დააძრეს” ფსალმუნები ივრითზე და დაიწყეს ლოცვა, ქრისტიანება ყელსაბამი ჯვრებით ამოიღეს და კოცნიდნენ და ლოცულობდნენ, მუსულმანები კი არაბულად, სადაც “ალაჰ” მესმოდა.როდესაც ყველაფერი ჩამთავრდა, სამი რელიგია ერთმანეთს ეხუტებოდა…ყველამ იცოდა რომ არაა საშიში მაგრამ დამეთანხმეთ, არაა ადვილი შეგრძნება.ასე ილოცა სამმა რელიგიამ ერთ თვითმფრინავში ერთად, რომელიც იმ წუთისთვის ყოველი ერთისთვის იყო: სინაგოგაც, ეკლესიაც და მეჩეთიც!!და ესაა ისრაელი!,
ისრაელი ასე ზეიმობს ყოველ ქრისტიანულ შობა- ახალ წელს, ებრაულ ხანუქას და მუსულმანურ მავლიდ ან-ნაბის!
ასეა ისრაელის ქუჩები განათებული.
ასე ზეიმობს ერთად სამი რელიგია!
ასე ვესწრებით ერთმანეთის დღესასწაულს!
ასე შემოდიან სინაგოგაში ყოველი ერთი, ჩვენ ეკლესიაში, მაგრამ ისრაელი მხოლოდ და მხოლოდ წინ მიდის!
ასე იყო ოდითგანვე საქართველოშიც!
მავანს ავიწყდება, იეშუა ბენ იოსეფ- ქრისტე, მხოლოდ სინაგოგაში ლოცულობდა!
მავანს ავიწყდება, რომ პირველი ქრისტიანებიც საქართველოში ებრაელები იყვნენ და ერთად ლოცულობდნენ ერთ სინაგოგაში, მხოლოდ შემდეგ მოხდა დაყოფა!
მავანს ავიწყდება რომ ებრაელმა მოუტანა საქართველოს ერთი ღმერთიც და ქრისტიანობა!
ებრაელებმა მოუტანა საქართველოს ქრისტეს კვართხიც!
მავანმა არ იცის რომ ებრაელი საქართველოში 34 საუკუნეა დ არა 26, დიახ, 34! ისინი მოვიდნენ ჯერ კიდევ მაშინ როდესაც მოსესთან ერთად ეგვიპტიდან გამოვიდნენ, ყველა არ გაჰყვა ისრაელში მოსეს, გამოეყვნენ და გაიფანტნენ, მაზტი ერთი შტო კი საქართველიში მოვიდა და როდესაც იყო პირველი ტაძრის დანგრება, 26 საუკუნის წინ, ისინი მიზანმიმართულად წამოვიდნენ საქართველოსკენ, სადაც მათ საკუთარი ძმები ეგულებოდათ!
მაშინ ხომ საქართველის ტერიტორიაზე მხოლოდ წარმართი ქართველი ტომები ცხოვრობდნენ!
სწორედ მათ მოუტანეს ერთი ღმერთის შეცნობა ამ ქართულ ტომებს!
მავანს არ ესმის რომ მიუხედავად თუნდაც 26 საუკუნისა, ებრაელები ისე წავიდნენ საქართველოდან- არაფერი არ წაუღიათ თან.
ხო და გეყოფათ ეს ძმათა ერთმანეთის გადაკიდება, გეყოფათ შუღლის გაღვივება!თუ ისრაელში ანთია დამი რელიგიის წილი სინათლე ქუჩებში, რა გაგიხდათ ერთი ხანუქია სინაგოგაში და კობახიძის თუ კალაძის ან თუნდაც სააკაშვილის (მისი პრემიერობის დროს) დანთილი ერთი სანთელი, ზეიმზე რომელიც რელიგიურიც არაა და ესაა ისტორიული ზეიმი, ზეიმი სადაც სიბნელის დამარცხებას ზეიმობს ებრაელი ერი, ერი რომელიც მოდის სინათლიდან- ური ხომ ებრაული ქალაქია, რაც ებრაულიდან პირდაპირი თარგმანით სინათლეს ნიშნავს – אור!ნუ დათესავთ შუღლს ძმათა შორის!მსოფლიოს ვულოცავ ხანუქას და დამდეგ შობა ახალწელს, ორივე დღესასწაული ერთი ი დატვირთვისაა: სინათლის!დე, იყოს სინათლე ჩვენს გონებაში , ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს ქვეყნებში, ჩემს ორ სამშობლოში და მსოფლიოში!













