• რეკლამა
  • კონტაქტი
11:40, შაბათი, 7 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ასე გავხდი უენო, სრულიად ნული… ოთხი წლის ბავშვით ხელში… უპუროდ და შიშით სავსე ჩემოდნებით” – ემიგრანტი ჟურნალისტი

ალია ავტორი - ალია
19:59 01-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
241

ემიგრანტი ჟურნალისტი, ხათუნა შარაძე, რომელიც ამჟამად იტალიაში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში, წერს:

„როგორ ვაქციე აპოკალიფსი პირად ცხოვრებისეულ გამარჯვებად. მოკლემეტრაჟიან ფილმ, „8 წუთი“-ს საკვანძო სიტყვა, რომელიც ჩემი შთაგონების წყარო გახდა.

მქონდა „ბედნიერება“ პერსონალური აპოკალიფსი მქონოდა. დავიბადე, გავიზარდე, ვიცხოვრე, ჩამოვყალიბდი, ვისუნთქე, ვიფიქრე, ვიშრომე, ვკვალე მუხლამდე თოვლი, ვიარე მტვრიან გზაზე, ვიცხოვრე სოფლად და ქალაქად, ვიმეგობრე, ვითანამშრომლე, ვიტირე, ვიცინე, ვიმხიარულე, ვიჯავრე, ვიდარდე – ქართულად.

ვიყავი შვილი, და, ბაღელი, მოსწავლე, კლასელი. ვიყავი დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ბიძაშვილი, ნათესავი, სტუდენტი, მეზობელი, მეუღლე, მეგობარი, ვიყავი მოქალაქე საქართველოში. დიდი დრო მოვანდომე ქაოსის დასუფთავებას, ჭუჭყში სუფთა გზის ძებნას, ცდუნებების გამკლავებს, შეცდომების დაშვების შემცირებას, წუწუნის დავიწყებას, საყვედურების თქმას, სხვათა დაცინვას, მოკლე გზით სიარულის გადაჩვევას, ადვილ გამოსავალს, ტყუილის არ თქმას, მშივრად დაძინების უპირატესობას – საქართველოში.

როცა ჩემი აპოკალიფსის დრო დადგა, საკუთარი ქვეცნობიერი სარკის ოთახში გამოვამწყვდიე. საკუთარ მრავალსახეობას ერთმანეთთან თვალის გასწორება და საუკეთესო ვერსიის შერჩევა ვაიძულე.

ასე გავხდი მაწანწალა, რომელიც ნაგვის ურნებს გულგრილად ვერ უვლიდა გვერდს. ასე გავხდი უსახლკარო, უთვისტომო, უმეგობრო, უცნობი, უცხო, რომელამც არ ვიცოდი გზები, არ ვიცოდი მზის ამოსვლის საორიენტაციო მხარე, ასე გავხდი მუნჯი, უსიტყვო, უენო, სრულიად ნული. ადამიანი ნული ოთხი წლის ბავშვით ხელში. ბავშით და არაფრით. უმომავლოდ. უპუროდ და შიშით სავსე ჩემოდნებით.

მე, ხერხემლის თითოეულ მალაში ქართული კლიმატით შეკოწიწებული ადამიანი, არა საკუთარი ნებით და გარემოებათა კარნახით, არავის გახსენებული, არავის დაფიქრებული, არავის გამოდევნებული, ასე ავირჩიე წყლით სავსე კუნძულზე და მარილით შეთეთრებულ კედლებიან, ახალ სამყაროში ცხოვრება.

და ჩაქვრა ჩემი ცხოვრების შუქი და მისი ხელმეორედ ანთება, მას შემდეგ შევძელი, რაც გონებამ ნელ-ნელა დაიწყო თავისუფლად აზროვნება, დამოუკიდებლად ცხოვრება, სხვათა გავლენების, დავალებების, ბრძანებების გარეშე ცხოვრება. მას შემდეგ, რაც აღარ მეშინოდა, რას იტყოდა ის იმასთან, რას მოიმოქმედებდა ადამიანი ჩემს წინააღმდეგ, რომელსაც ჩემი ხასიათი არ მოსწონდა, რას იტყოდა მთავრობა, პარტია, ოპონენტი, მეზობელი, ნათესავი და სხვათა ცხოვრებაში ცხვირჩაყოფილი მოჯადოებული წრე.

რას იტყოდა თანამშრომელი, რას იტყოდა, ხელმძღვანელი, რა შენიშვნას მომცემდა ზემდგომი, რას დამაბრალებდა სხვათა დასმენის ხარჯზე მოარსებე ადამიანები. მას შემდეგ რაც გავხდი ნული და საკუთარი თავის გარდა არავინ მებარა. ვერავინ ვერაფერს წამართმევდა, რაც აღარ მქონდა და მუდამ მხოლოდ ერთი რამ მქონდა საკუთარი თავი და სიმართლე!

მე აღარავინ ვიყავი და ასეთებს ყოველთვის ივიწყებენ. დედამიწაზე, საკუთარ თავად ჰყოფნის ჯადოქრობის შეცნობის შემდეგ, მშობლიურ ენაზე შერცხვენილი საფეხურების გმირებთან დამშვიდობებამ, სატურიანელის კარების შეღებამ, შაბათ დღეს სრულიად შავ სამოსში მოხუცებისა და ბავშვების დახმარებამ, მცირედი საჩურების კოსმოსური კარი შეაღო და მე დავბრუნდი. დავბრუნდი არაფრის წართმევის შიშით, საოცარი სევდით და თანაგრძნობით მათ მიმართა, ვისაც რაღაცის დაკარგვის შიში, საკუთარ თავს აკარგვინებს.

დავბრუნდი სიბრალულით, მათ მიმართ, ვინც ადამიანებს ვერ ამჩნევს და თხოვნებს ივიწყებს. კაცობრიობის ისტორია სავსეა, ჩემი მსგავსი დაკარგულებით. სამშობლოს გარეშე ცხოვრება ობლად ცხოვრების მსგავსია. ძალიან ჰგავს გამშვილებელ დედას, რომელმაც შვილი გაყიდა, მაგრამ შვილი მაინც ეძებს, გაუთავებლად და უსასრულოდ, ეძებს, რომ უთხრას – დედა, მიყვარხარ!

და შემდეგ, გაზრდილ შვილებს, წესიერ შვილებს, კარგ შვილებს დედები უსირცხვილოდ იბრუნებენ. აღარ მეშინია აპოკალიფსის, ის უკვე მოთვინიერებულია და ვიცი, როგორ ვიმეგობრო მასთან. ვიცი, რომ სიყვარული ერთადერთი რამ არის, რაც მეყოფა და რაც მაცოცხლებს.

ვიცი, რომ სიყვარულსა და ნდობას შორის ზღვარია. ვიცი, რომ ყველას უნდა ვუწილადო პური, ჰაერი, სისხლი, სიტყვა და გზის ისრები გამოვუთალო, ვიცი ჩემი მარცხი, როგორ ვაქციო გამარჯვებად! რა ძალითაც ეძებ, იმ ძალით გპოულობენ“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved