• რეკლამა
  • კონტაქტი
11:18, ორშაბათი, 15 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ასე ჩამოყალიბდა ივანიშვილი დანაშაულებრივი სინდიკატის ბოსად” – 3 რამ, რისიც ივანიშვილის არ სჯერა – სანაია

ალია ავტორი - ალია
03:43 04-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
315

ჟურნალისტი, ვახო სანაია:

 

“რა არის საქართველო დღევანდელი ხელისუფლებისთვის ? ამ საკითხზე შეგვიძლია, ვიმსჯელოთ იმის მიხედვით, თუ რას წარმოადგენს ეს ქვეყანა ბიძინა ივანიშვილისთვის.

არსებობს ასეთი განსაზღვრება ,,პატარა ქვეყანა”. ყოფით მეტყველებაში ასევე ხშირად გაიგონებთ – ,,ჩვენ პატარა ერი ვართ”.

ორივე დეფინიცია ცუდად ხვდება ყურს. ,,პატარა ქვეყანა” – ტერიტორიულად. ,,პატარა ერი” – მცირერიცხოვანი: წესით, ეს უნდა იგულისხმებოდეს, მაგრამ ასე არ არის – ქართულმა ოცნებამ ცნობიერებაში თანდათან შემოიტანა აზრი და მთალი მმართველობის განმავლობაში განამტკიცებს, რომ ,,პატარა” სულაც არ ნიშნავს მცირერიცხოვანსა და ტერიტორიულად პატარას. ამ სიტყვას პირდაპირი დატვირთვა მისცა – ჩვენ პროვინცია ვართ; არავინ არაფერს გვეკითხება; ჩვენი ადგილი ვიცოდეთ; გადაგვივლიან; ერთ დღეში აგვაყირავებენ; ჩვენი ჯარი წინააღმდეგობას ვერ გაუწევს; ომი არ შეგვიძლია; მშვიდობა თუ თავისუფლება – ერთი სიტყვით, უაღრესად დააკნინა ჩვენი ერის შესაძლებლობები. ხელისუფლება გვეუბნება, რომ ვართ დასახლებული პუნქტი, რომელსაც, სხვაში რომ არ აერიოთ, შენარჩუნებული აქვს გარკვეული ნიშნები.

ივანიშვილს არ სჯერა საქართველოსი და ქართველი ხალხის.

ამ ათი წლის განმავლობაში მას ჰქონდა რამდენიმე განსაზღვრება, რომელიც სრულ სურათს გვიხატავს მის წარმოდგენებზე.

პირველი : საქართველო არ უნდა იყოს დაპირისპირების საკითხი დასავლეთსა და რუსეთს შორის. ამით გვითხრა, რომ ჩვენ დიდი ბიჭების ურთიერთობაში არავინ არაფერს გვეკითხება. ისინი გაარკვევენ ჩვენ ნაცვლად ჩვენს ადგილსა და როლს. მოილაპარაკებენ და ჩვენც მოვერგებით. არანაირი სწრაფვა, თავად გადავწყვიტოთ ჩვენი ბედი და განვსაზღვროთ ჩვენი მომავალი. ჩვენ ,,პატარა ერი” და ,,პატარა ხალხი ვართ”.

ივანიშვილს არ სჯერა საქართველოსი; მას სჯერა რუსეთის, მისი ძლევამოსილების, მისი სიდიდისა და ძალის.

ჭკვიანად ვიყოთ, თორემ გაგვანადგურებენ; მას სჯერა, რომ აშშ-საც შეუძლია პირადად მისი განადგურება. ამიტომ სადღაც შუაში და ჩუმად უნდა ვიყოთ.

მეორე : ერთხელ ივანიშვილმა იმსჯელა სამშობლოსა და სახელმწიფოს შესახებ. ქვევრსა და ღვინოს შეადარა – თუ ღვინო არ გიყვარს, ქვევრი რა ჯანდაბად გინდაო, – ვიღაცის სიტყვები მოიყვანა. ისე გამოუვიდა, რომ სახელმწიფოსა და სამშობლოს შორის თითქოს კონფლიქტი იყოს. ვფიქრობ, მთლად ბოლომდე ვერ გადმოსცა სათქმელი, მაგრამ პირადად მე არც ეს მსჯელობა გამკვირვებია. საკუთარი სოფელი, ბუნება, ქართული სიმღერა, ცეკვა – ალბათ ეს ყველაფერი მოსწონს, რადგან ხშირად ახსენებს, მაგრამ ქართული სახელმწიფოსი მაინცდამაინც არ სჯერა. ხალხს სახელმწიფო თუ აქვს, დამოუკიდებლობა და თავისუფლება თუ აქვს, ასეთ შემთხვევაში ეძლევა შესაძლებლობა სრულად გამოამჟღავნოს თავისი შესაძლებლობები. ყველა ხალხს ცალკე სახელმწიფო არა აქვს, მაგრამ სადაც ცხოვრობს, თუ მიაჩნია, რომ მისი სახელმწიფოა და უფლებები დაცულია, ეძლევა მთელი პოტენციალის რეალიზაციის შესაძლებლობა.

ივანიშვილის მთელი ეს მსჯელობა სამშობლოსა და სახელმწიფოზე ემყარება მის ურწმუნოებას ქართული სახელმწიფოს მიმართ. ,,პატარა სოფელი” – ასე უწოდა მან ერთხელ ჩემთან ინტერვიუში საქართველოს.

მესამე : ახალგაზრდებს უთხრა, ნუ მებრძვით, ნურ ურტყამთ კედელს თავს, რა საჭიროა ეს თავგანწირვა. მაინც არაფერი გამოგივათო.

მას არ სჯერა თავგანწირვის. მას სჯერა ფულის.

საქართველო მისთვის არის ადგილი, სადაც მისი ფული დაცულია. ამისთვის სჭირდებოდა ყველა სახელმწიფო უწყება, ძალაუფლება ყველა დონეზე. ფიქრობს, რომ ნაცების თემის გამოყენებით, მაგრად შეუსრულა ქართველ ხალხს. შიშზე დაფუძნებული პროპაგანდითა და ფულით ყველაფერი მიითვისა. მიიჩნია, რომ რადგან ქვეყანას ფლობს, ქონებაც უფრო უსაფრთხოდაა. მაგრამ რა უყოს ახლა თავად ამ ქვეყანას ? შეიძლება აქვს იდეები, რომ რაღაცად აქციოს, ისეთ მოდელად, სადაც მისი ადგილი გარანტირებული იქნება და დიდ ბიჭებსაც ხელს არ შეუშლის, პორიქით მისაღებიც იქნება. გარკვეულ აღმოსავლურ სულთანატად, სადაც ყველაფერს ყოველთვის ერთი ოჯახი გადაწყვეტს. ამერიკელებიც, ევროპელებიც, რუსებიც კმაყოფილი იქნებიან, არ შეწუხდებიან. სწორედ ამიტომ ეშინია უკრაინის საკითხის – თავი დამანებეთ, არ ვერევი. ქვეყნის შიგნით უკრაინის მხარდამჭერებიც აღიზიანებს. გეგმები ერევა. ჭაობი სჭირდება. მსოფლიოში მიმდინარე პროცესები აშინებს, რადგან ძალსუფლების დაკარგვის საფრთხეს ხედავს. არ იცის, რა როგორ დასრულდება. ერთხელ თქვა, არ მჯერა, რუსეთის ინტერესში იყოს სხვა ქვეყნების დაპყრობაო. როგორ არ სჯერა, ზუსტად იცის რუსეთის ბუნება. ამიტომ შემოიტანე საკითხი – ,,აბა, ომი გინდათ ? ” ხალხს ამზადებს – თუ პუტინი დამოუკიდებლობის დათმობას მოგვთხოვს, დავუთმოთ. ესაა ამ შეკითხვის არსი. დაგვიტოვებენ სიმღერას, ცეკვას, ღვინოსა და ქვევრს. მონობას, რომელსაც მშვიდობა და პრაგმატიზმი დაერქმევა. მას ხომ სამშობლოც ასე ესმის. ქართული სახელმწიფოსი კი ისედაც არ სჯერა. ვისაც სახელმწიფო უნდა, სიმბოლიკაც გვექნება – დროშა, გერბი, ჰიმნი. ეროვნული ნაკრებიც გვეყოლება. გამოცხადდება ,,ნეიტრალიტეტი” , რეალურად კი რუსულ ორბიტაზე აღმოვჩნდებით ფორმალური სახელმწიფოებრივი ნიშნებით. რაც მთავარია, თავად ფულსა და ძალაუფლებას შეინარჩუნებს. ასე ფიქრობს.

მსოფლიოში თუ ყველაფერი ისევ ისე დარჩა, როგორც ახლაა, ეგეც მისაღებია მისთვის, რადგან ათი წელია, ასე ნართავს. თუ რუსეთი დამარცხდა, აქ პრობლემები ეწყება, მაგრამ ფიქრობს, ისე არ დამარცხდება რუსეთი, საქართველოს დამხობის ძალა არ შერჩეს. ერთი სიტყვით, ახლა უფრო პუტინისკენაა, ვიდრე უკრაინისა და დასავლეთისკენ. ისე, ომამდელი სტატუს-კვო ყველაზე მეტად აწყობდა.

რა მოდელს ხედავს მომავლისთვის ? იყოს კორუფცია – რა პრობლემაა ? სასამართლო ? ვის რად უნდა. ქვედა დონეზე რაც უნდა, ის ქნას მოსამართლემ, ზემოთ მე მივხედავ. პოლიცია ? მაინცდამაინც არ მოუჭერს ხალხს. მთავარია, მე დამიცვას. არჩევნები ? ყოველთვის მე მოვიგებ, ყველაფერს მე ვაკონტროლებ და თან გაღატაკებული ხალხის ყიდვას რა უნდა. მედია ? ნელ-ნელა ბოლომდე მოვგუდავ. ეკლესია ? პრობლემაა, სხვა ავტორიტეტი არ მაწყობს, მაგრამ ყოველთვის მოვილაპარაკებთ, ფულს მივცემ, ბოლომდე გავრყვნი, პერიოდულად დავასუსტებ და თან ჩემთვის მისაღებ კაცს გავიყვან პატრიარქად. მოსკოვთან შევთანხმდები. ეკონომიკა ? ბიუჯეტის ფული ვისაც გასწვდება, იმას ვაჭმევ. არჩევნების მოსაგებად მეყოფა, გაყალბებასა და დაშინებას დავამატებ და ეგაა. სხვებმა რა ქნან ? აიღონ ბილეთი და წავიდნენ ან იყვნენ ასე სასოწარკვეთილებაში. მოვერევი.

სულ სამ გზას ხედავს : არსებული ვითარება.

რუსეთის შემთხვევაში – ცეკას მდივანი გაფართოებული უფლებებით, ოღონდ არაფორმალურად. დასავლეთის შემთხვევაში – ავტორიტარი, რომელიც ამერიკელებს პრობლემას არ შეუქმნის. აქ რაღაც ფული იმოძრავებს, ისა, ესა. რაღაც აღმოსავლური, ეკონომიკური ადგილი, სადაც ფულს შოულობს და დასავლეთშიც არ ექნებათ პრეტენზია – დაე, იყოს. დემოკრატიული და განვითარებული საქართველო მისთვის მიუღებელია – იქ მისი ადგილი ძალაუფლებაში არაა. ყველა მის ქმედებას განსაზღვრავს ფული და ძალაუფლება. ძალაუფლება სჭირდება ფულის დასაცავად, ფული ძალაუფლების საყიდლად. სხვა მოტივაცია მას არა აქვს. ეს არასდროს შეიცვლება. საქართველოც არასდროს შეიცვლება მის ხელში. ახლა გარშემო შემოკრებილი ჰყავს სრული არარაობები. ხალხი, რომელიც არასდროს არაფერს წარმოადგენდა, ვერასდროს ვერაფერს მიაღწევდა. ბოლომდე გახრწნა. ფული აშოვნინა, ყველაფერზე ხელი მოაწერინა, ყველაფერი აკადრებინა. არც მეგულება ამქვეყნად საზიზღრობა, რასაც არ შეასრულებენ ეს კორუმპირებული, მორალისგან დაცლილი და კომპრომეტირებული ტიპები. ასე ჩამოყალიბდა ივანიშვილი დანაშაულებრივი სინდიკატის ბოსად, რომელიც განაგებს საქართველოს.

2012 წელს საქართველოს კიდევ ერთი შანსი გაუჩნდა, მანამდე მიღწეული გაეუმჯობესებინა; რაშიც წარუმატებლები ვიყავით, გამოესწორებინა, მაგრამ ათი წლის თავზე ნათელ წერტილად ოხანაშვილი, პაპუაშვილი, მდინარაძე და ვოლსკი გვყავს.”

თეგები: ბიძინა ივანიშვილივახო სანაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”

12:32 09-11-2025
მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად
ახალი ამბები

მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად

21:19 09-10-2025
Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა
ახალი ამბები

Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა

15:48 09-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved