• რეკლამა
  • კონტაქტი
16:25, კვირა, 15 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ასე არასდროს შემრცხვენია საკუთარი ქვეყნის, როგორც 24 თებერვალს” – ბონდარევმა გაეროში თანამდებობა დატოვა

ალია ავტორი - ალია
19:01 05-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
329

ჟენევაში, გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველმა, ბორის ბონდარევმა უკრაინასთან ომი საჯაროდ დაგმო და თანამდებობა დატოვა. როგორც ბონდარევი წერს, მას 20-წლიანი დიპლომატიური კარიერის დროს ასე არასდროს შერცხვენია საკუთარი ქვეყნის, როგორც 24 თებერვალს, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

“პუტინის მიერ უკრაინასთან და ფაქტობრივად, მთელ დასავლურ სამყაროსთან წამოწყებული აგრესიული ომი არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია, არამედ, ალბათ, ყველაზე სერიოზული დანაშაული რუსი ხალხის წინააღმდეგ”. – წერს ბონდარევი.

როგორც ბონდარევი აღნიშნავს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიით დაკავებული აღარ არის და მისი მიზანი ომის გაღვივება და სიცრუის დათესვაა. მისივე თქმით, დიპლომატიური კარიერის გაგრძელება სურს, თუმცა “ახლა საჯარო სამსახურში დარჩენა სამშობლოს ღალატის ტოლფასია”.

ბორის ბონდარევის მიერ ომის დაგმობისა და თანამდებობის დატოვების ცნობა, თავდაპირველად UN Watch-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰილელ ნეიერმა გამოაქვეყნა. მოგვიანებით კი, ზემოხსენებული გადაწყვეტილება თავად ბონდარევმაც დაადასტურა.

ბონდარევი მეორე რუსი დიპლომატია, რომელმაც დაკავებული თანამდებობიდან რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გადადგა.

შეგახსენებთ, მარტში ანატოლი ჩუბაისმა დატოვა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

თეგები: რუსეთ-უკრაინის ომირუსი დიპლომატი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved