• რეკლამა
  • კონტაქტი
23:31, ხუთშაბათი, 8 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ასე ადრეულ ფეოდალიზმში არ მიმართავდა ბატონი თავის ყმას” – ბექა ყორშია “ევოლუშენ ჯორჯიაზე”

ალია ავტორი - ალია
15:29 07-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
312

ჟურნალისტი, ბექა ყორშია:

არ შემიძლია ამ თემას ცოტა ვრცლად არ შევეხო.
“ევოლუშენ ჯორჯიას” ოთხი ათასზე მეტი თანამშრომელია გაფიცული. კარგად ვიცი, რა პირობებშიც უწევს ქართველი ხალხის უმრავლესობას მუშაობა, მაგრამ რაც ამ კომპანიაში ხდება, ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი აღმოჩნდა. მე ამას ვერ დავარქმევდი “მძიმე სამუშაო პირობებს”, ან “შრომით ექსპლუატაციას”, ეს არის ადამიანის, როგორც ასეთის, სრული გამორიცხვა და უგულვებელყოფა.
წავიკითხე წერილები, როგორ მიმართავს მენეჯმენტი მის თანამშრომლებს და მგონი, ასე ადრეულ ფეოდალიზმში არ მიმართავდა ბატონი თავის ყმას. ამასთან, “ევოლუშიან ჯორჯიას” ოფისებში გავრცელებულია მუნი. სამუშაო სივრცეები სავსეა რწყილებით. თანამშრომლები დაავადნენ, მუშაობა გაუსაძლისია.
ბუნებრივია, ყველა დასაქმებული ყიდის თავის სამუშაო ძალას, რის სანაცვლოდაც ხელფასს იღებს, მაგრამ ამ გარიგებაში ღირსების გაყიდვა სულაც არ იგულისხმება და ეს “ევოლუშენ ჯორჯიას” მესვეურებმა კარგად უნდა გაიაზრონ.
კი გვეცინება გელა ბარკალაიაზე, მაგრამ ჩვენ მისთვის მადლობა გვაქვს გადასახდელი, რადგან ასე თვალხილული გახადა ის პრობლემები, რომელიც ქართულ შრომით ბაზარზეა. გელა ბარკალაია არის დამსაქმებელთა უმრავლესობის სახე თავისი ვულგარულობით, თანამშრობლებთან დამოკიდებულებით და ა.შ
ერთადერთი არგუმენტი, რაც “ევოლუშენ ჯორჯიასგან” მოვისმინეთ არის ის, რომ თურმე უამრავ ადამიანს ასაქმებს. მასე საბჭოთა გულაგებშიც არ ჰყავდათ ხალხი “უსაქმოდ”.
თუ ევროპა გვინდა, ის თავის თავში სახელმწიფო უსაფრთხოებასთან ერთად, შრომით უსაფრთხოებასაც გულისხმობს.
ჩემი სრული მხარდაჭერა ამ ბრძოლაში “ევოლუშენ ჯორჯიას” გაფიცულ თანამშრომლებს!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
ახალი ამბები

ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად

16:51 10-08-2026
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი
ახალი ამბები

მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი

14:30 10-08-2026
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

13:56 10-08-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

15:07 10-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved