• რეკლამა
  • კონტაქტი
20:55, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„არცერთი დიდი პროექტი, რომელიც თბილისში განხორციელდა, არ აშენებულა თავის დროზე და თავდაპირველ ფასებში“ – რას წერს რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
17:04 01-18-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
136

პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე „ფეისბუქზე“ წერს:

„არცერთი დიდი პროექტი, რომელიც თბილისში განხორციელდა, არ აშენებულა თავის დროზე და თავდაპირველ ფასებში. ტენდერებში, წინასწარ შეთანხნებით, იგებდნენ ხელისუფლებასთან დაკავშირებული კომპანიები, იცოდნენ რა, რომ საბოლოო ჯამში პროექტის ღირებულებაც გაიზრდებოდა და ხარისხზე და ვადებზეც თვალს დახუჭავდნენ. საწყისი, შედარებით დაბალი ფასით კონკურენტების ჩამოცილებაც ხდებოდა, რასაც საბოლოოდ ხარჯების ზრდა მაინც მოჰყვებოდა. ასე მოხდა ბავშთა ოლიმპიური სასახლის, “ოვრობასკეტისათვის” განკუთვნილი ახალი სპორტის სასახლის, ე. წ. პიონერთა სასახლის, ჭავჭავაძის გამზირის, ვაკის პარკის, მელიქიშვილის გამზირის, ქეთევან წამებულის გამზირის და სხვა პროექტების შემთხვევაში. ვაკის პარკის რეაბილიტაცია დღემდე გაჩერებულია და საბოლოო ჯამში ალბათ თავდაპირველზე ორჯერ მეტი დაჯდება. მხოლოდ ახალ სპორტის სასახლეზე 20 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯა, ვიდრე ტენდერით იყო გათვალისწინებული.
წერეთლის გამზირიც ერთ დროს აშენდება და სამწუხაროდ, დაგვავიწყდება რა ზიანი მიადგა ქალაქის მოსახლეობას, იქ მაცხოვრებლებს, ბიზნესს. ასე იყო ჭავჭავაძის პროსპექტის გაჭიანურებული მშენებლობისასაც. ახლა ვიღაცები ამბობენ, ვინც ჭავჭავაძე ააშენა, დიდუბეშიც იმას გაეკეთებინაო. მოკლე მახსოვრობა გვაქვს.
კორუმპირებული ხელისუფლება ყველგან ასე იქცევა. მხოლოდ სამტედია-გრიგოლეთის გზამ, რომელიც ათი წელიწადზე მეტია შენდება, ას მილიონ ლარზე მეტით აზარალა ბიუჯეტი და დღესაც არ უჩანს ბოლო.
მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 23 მილიარდი ლარი იქნა დახარჯული ბიუჯეტიდან 2012 წლიდან დღემდე და არცერთი პროექტი დამთავრებულა ვადაში და თავის ფასებში.
ეს მაგალითები მხოლოდ ერთი მიმართულებით ქვეყნის რესურსების განიავებისა და მითვისების მაჩვენებელია. ასე ხდება ყველგან, მუნიციპალიტეტებიდან დაწყებული, სახელმწიფო საწარმოებით დამთავრებული. ამიტომ გვაქვს საქმე იმ პარადოქსთან, როცა ეკონომიკა იზრდება, ხალხი კი ღარიბდება და ქვეყანას ტოვებს. მალე გამოქვეყნდება მიგრაციის სტატისტიკა და იმაზე არანაკლებ საგანგაშო სურათი გვექნება, ვიდრე 2022 წელს იყო.“
თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved