• რეკლამა
  • კონტაქტი
04:19, კვირა, 18 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არცერთ ჩვენგანს არ გვეგონა რომ გისოსებში გამოგვამწყვევდნენ. აიმაღლეთ ხმა, თორემ სისხლიანი ხელები თქვენს კარზეც დააკაკუნებს” – მათე დევიძის წერილი

ალია ავტორი - ალია
15:15 06-25-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
105
პოლიტპატიმრის, მათე დევიძის წერილს, რომელიც მან 12 ივნისს, განაჩენის გამოცხადების დღეს დაწერა და ახლა მივიდა წერილი ოჯახამდე, მისი და, ელენე დევიძე აქვეყნებს სოციალურ ქსელში:
დღეს 12 ივნისია. განაჩენის დღე. ფანატიკოსების მოსამართლემ 4 წელი და 6 თვე მომისაჯა. მიზეზი, სამშობლოს და თავისუფლების სიყვარული. ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ჩვენი წინაპრები გადიოდნენ. ისინი ჩვენი თავისუფლებისთვის მეგობრებს, ოჯახის წევრებს, სიყვარულს, ერთადერთ სიცოცხლეს წირავდნენ. ეს მათ გამოუვიდათ. რთულად, მაგრამ მაინც გამოუვიდათ. მათ ფონზე ეს არაფერია. ვიცი რომ ეს განაჩენი არ შესრულდება, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა. ეს ჩემი სიამაყის წლები იქნება. ჩვენი ვალია შევინარჩუნოთ ეს სისხლით მოპოვებული თავისუფლება.
სიმართლე გითხრათ ვერ დამიჯერებია, რომ ამას მე ვწერ. ასე მგონია დიდ ზღაპარს ვკითხულობ. ოღონდ ჯერჯერობით ყველაფერი ბოროტების ხელშია. ყოფილა მომენტები, რომელიც დასასრულს წააგავდა. მაგრამ ზღაპარი რაის ზღაპარია თუ ბოროტმა გაიმარჯვა. თუ ცუდად მთავრდება, ესეიგი ჯერ დასასრული არაა. ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. ეს მოხდა დღეს. ზღაპარი გაგრძელდა. წიგნს ფურცლები შეემატა და ახალი, ლამაზი სიტყვები დაიწერა. ლამაზი სიტყვების ავტორები თქვენ ხართ. ეს დღე არასდროს დამავიწყდება. მთელი ჩემი სიცოცხლის მაინძილზე მემახსოვრება. ჩემთვის სრულიად უცნობი უამრავი ადამიანი ჩემს სახელს იძახდა. ჩემთვის სრულიად უცნობი უამრავი ადამიანი ჩემს გამო ტიროდა. ღმერთო ეს ცრემლები… არ შემიძლია ეს არ ვიგრძნო. თქვენ ხართ იმედი. ერთადერთი გადარჩენის გზა. თავისუფალი საზოგადოება.
მინდა ყველასთან მოვიდე და პირადად გადაგიხადოთ მადლობა ჩემი ოჯახის განხნევებისთვის და ძალის მიცემისთვის. მადლობა იმ პატარა, ლამაზი სამყაროს აღდგენისთვის, რომლის შენარჩუნების ბრძოლას ჩემი ფიზიკური თავისუფლება შეეწირა.
რწმენა, რომელიც ჩვენს გულებში ასე საგულდაგულოდაა დაბუდებული, აუცილებლად გაიმარჯვებს.
ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან. ცრემლები მხოლოდ გამარჯვების შემდეგ. ისიც ბედნიერების. მე არ მოვმკვდარვარ და ამ ბრძოლაში არავინ მოკვდება.
“რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ”
არასდროს არ მისცეთ ნება სისტემას დაგადოთ უხილავი ბორკილები, რომელიც მისმა ყურმოჭრილმა მონებმა უკვე შეისისხლხორცა.
რაც შეეხება მათ, ვინც ჯერ კიდევ ჩუმადაა. არცერთ ჩვენგანს არ გვეგონა რომ გისოსებში გამოგვამწყვევდნენ. აიმაღლეთ ხმა, თორემ სისხლიანი ხელები თქვენს კარზეც დააკაკუნებს.
არ დათმოთ… იბრძოლეთ თქვენი თავისუფლებისთვის…
იბრძოლეთ სანამ გვიან არაა…
თავისუფლება თქვენ, ჩვენ და სრულიად საქართველოს.
დაა ლამის დამავიწყდა… კიდევ ერთი თხოვნა მაქვს. მე უბრალო ბიჭი ვარ, რომელსაც თქვენსავით უყვარს სამშობლო და თავისუფლება. ნუ დამიძახებთ გმირს. მე არ ვარ გმირი… (მაგრამ ვარ თავისუფალი. თქვენსავით)”
სრული სვლით თავისუფლებისკენ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved