• რეკლამა
  • კონტაქტი
13:27, შაბათი, 3 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არც სააკაშვილის თავისუფლებაზე და არც ივანიშვილის  დასანქცირებაზე არ გადის საქართველოს ევროინტეგრაცია – გახარია

ალია ავტორი - ალია
16:57 04-26-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,882

ყოფილი პრემიერ–მინისტრი, გიორგი გახარია, ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება და წერს:

რეზოლუცია, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო, მე რამდენიმე დღის წინ ვიყავი  ბრიუსელში დაროგორც აღნიშნავენ, რეზოლუცია იქნება ერთმნიშვნელოვნად მწვავე და ეს დღეს “ქართული ოცნების” პირობებში ძალიან რთული, კომპლექსური საკითხია, ეს არის “ოცნების” ხელისუფლების ჩვეულებრივი უსუსურობა, რომელიც ან ვერ აკეთებს ან შეიძლება არაფერს არ აკეთებს, რომ მსგავსი რეზოლუციები საქართველოს მიმართ არ იყოს ინიცირებული და შემდგომ ამას ძალიან კარგად პიარულ პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად იყენებს. 

მეც მიმუშავია და მსგავსი რეზოლუციები ხშირად ყოფილა ინიცირებული,  მაგრამ საგარეო უწყების მუშაობის შედეგად ეს ყველაფერი ნორმალურ დიპლომატიურ ფორმებში  გადასულა. ეს აზიანებს ქვეყანას და ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ქართველი ხალხის ისეთ მიღწევებს ეხება, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია, შეუძლებელია. მესმის შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს ლეგიტიმური უფლება ქართველი ხალხის ეს მიღწევა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს, მაგრამ საბოლოო ჯამში მინდა გითხრათ, რომ რეზოლუცია არის ძალიან მძიმე  საქართველოსთვის, როგორც ხელისუფლებისთვის, მაგრამ მე ეჭვი მაქვს, რომ ამ  ხელისუფლებას სულ ფეხებზე ჰკიდია ეს რეზოლუცია, რას დაწერენ იქ, მაგრამ პირველ რიგში ეს არის მძიმე ხალხისთვის ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, თუ ოცნება არ მუშაობს და ოცნება იყენებს მსგავს რეზოლუციებს თავისი პროპაგანდისტული მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ.

ამ ხალხს და თითოეულ ევროპარლამენტარს მინდა ვუთხრა აქედან, საქართველოდან  ჩვენი სათქმელი, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია ვერც მიშა სააკაშვილის  თავისუფლებაზე და ვერც ივანიშვილის დასანქცირებაზე ან კიდე ვიღაცების დასანქცირებაზე  ვერ გაივლის. იმიტომ რომ, ეს არის ქართველი ხალხის  მიზანი და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ არჩევნებამდე გვაქვს დარჩენილი ექვსი თვე,  მეგობრებო, მოგვეხმარეთ იმაში, რომ არჩევნები იყოს სამართლიანი, კონკურენტული და დემოკრატიული, ეს არის დღეს ჩვენი მთავარი მიზანი. ვინმეს თუ ეგონა ან ჰგონია, რომ დარჩენილ შვიდ თვეში ან ექვს თვეში ცხრა პუნქტიან  გეგმას ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება შეასრულებდა, რა თქმა უნდა, ეს ილუზია იყო, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ქართველებმა რიგითმა მოქალაქ ეებმა ევროპარლამენტარებს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენთვის არც სააკაშვილის თავისუფლებაზე და არც ივანიშვილის  დასანქცირებაზე არ გადის საქართველოს ევროინტეგრაცია.

ვის შეუძლია ივანიშვილი გაუშვას პენსიაზე? – “ჩვენ ამ ვალს ვაბრუნებთ”– გახარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved