• რეკლამა
  • კონტაქტი
21:01, ხუთშაბათი, 8 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, არც პრეზიდენტს, სამწუხაროდ, არც ოპოზიციას, არაფერი არ გაუკეთებია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, არაფერი, არც შარშან, არც შარშანწინ და არც ბოლო 10 წლის განმავლობაში” – ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:16 11-08-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
134

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი:

„გასაგებია ქალბატონი პრეზიდენტის მოტივაციაც და ჩვენი ხელმოცარული ოპოზიციის მოტივაციაც, როგორც ჩანს მათ გაიგეს ბოლო თვეების, ბოლო კვირების განმავლობაში, რომ გადაწყვეტილება შეიცვალა და პოზიტიური რეკომენდაცია იქნებოდა, რომელიც დღეს დადასტურდა. ამიტომ, ეს იყო მათი მხრიდან უსუსური მცდელობა, რომ რაიმენაირად, იქნებ ბოლო პერიოდში, ბოლო კვირებში მაინც ჩართულიყვნენ ამ პროცესში და რაღაც ქულა მაინც წაეღოთ და ეს  ძალიან უსუსური მცდელობა იყო, რა თქმა უნდა, როგორც პრეზიდენტისგან, ასევე ოპოზიციისგან. ვინაიდან, მე მინდა ხაზგასმით და მკაფიოდ განვაცხადო, არც პრეზიდენტს, სამწუხაროდ, არც ოპოზიციას, არაფერი არ გაუკეთებია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, არაფერი, არც შარშან, არც შარშანწინ და არც ბოლო 10 წლის განმავლობაში. თუ ვინმემ რაიმე გააკეთა, რაიმე ხელშესახები შედეგი მოუტანა ჩვენ ხალხს, ეს არის „ქართული ოცნება“, ეს არის ჩვენი ხელისუფლება.
პრეზიდენტს აქვს თავის როლი და მე მინდა ყველამ გაიაზროს კარგად, საკუთარი კონსტიტუციური უფლება-მოვალეობანი, როგორც პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტმა და ყველამ. ჩვენ ვიცით, მე ვიცი ჩემი უფლება-მოვალეობანი და მე, რა თქმა უნდა, მივყვები კონსტიტუციას და ჩვენს მთავარ კანონს და ვიცავ და ვასრულებ, პირნათლად, ვემსახურები ჩვენს ქვეყანას. ასევე მოვუწოდებდი პრეზიდენტს და ყველას, რომ კარგად ჩაიხედონ საკუთარ უფლება-მოვალეობებში და გაერკვიონ. მე არ მსურს ახლა პრეზიდენტთან რაიმე პოლემიკაში შესვლა, პრეზიდენტს თავისი ფუნქცია აქვს  განსაზღვრული მკაფიოდ – კონსტიტუციაში არის ეს ყველაფერი განმარტებული, პარლამენტს თავისი, მთავრობას,  აღმასრულებელს თავისი – ასე რომ ყველას ჩვენი საქმე გვაქვს, ამიტომ ყველამ აკეთოს თავის საქმე – ეს იქნებოდა ჩემი რეკომენდაცია ყველასთვის. ოპოზიციას ვუსურვებ დიდხანს დასვენებას“
თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
ახალი ამბები

ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად

16:51 10-08-2026
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი
ახალი ამბები

მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი

14:30 10-08-2026
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

13:56 10-08-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

15:07 10-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved