„ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:
“ზოგს გაუკვირდა ჩვენი ორგანიზაციის პოზიცია, როდესაც ვეწინააღმდეგებოდით ამ კანონის მიღებას. გუშინდელი დღის შემდეგ, ბევრი მიხვდა, რომ ამჯერადაც მართალი აღმოვჩნდით. სამუხაროდ, ბევრი ვერც წარსულ შეცდომებს ითვალისწინებს და ვერ მოსალოდნელ შედეგებს.
რა თქმა უნდა ნაცების, რესპუბლიკელების, ზოგიერთი ნჯეოს ხელმძღვანელის თუ სხვა მარგინალური ჯგუფების მიმართ საზოგადოების დიდ ნაწილში აგრესია ბუნებრივია, თუმცა 11 წელია ხელისუფლება ცდილობს მის წინააღმდეგ ნებისმიერ სამართლიან პროტესტს ნაცების იარლიყი მიაწებოს, ეს დღემდე მუშაობდა, თუმცა გუშინდელი დღიდან ვეღარ იმუშავებს, რადგან არც ხვიჩა კვარაცხელიაა ნაცი, არც მერაბ შარიქაძე, არც გოგა ბითაძე და არც სხვა სპორტსმენები რომლებმა ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს პროტესტს.
როგორ განვითარდება მოვლენები? ხელისუფლებამ მოახერხა და დაქსაქსულ-დასუსტებული ოპოზიცია გამოაცოცხლა, შესაბამისად პროტესტი გაგრძელდება და ხელისუფლებას თუ ძალიან გაუჭირდება, მის მხარდამჭერ ჯგუფებსა და პრორუსულ ძალებს მოუხმობს კონტრ-აქციის ჩასატარებლად, შედეგად მივიღებთ სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროებას… ან ქვეყანაში მივიღებთ დიქტატურას, ორივე შემთხვევაში ქვეყანა წაგებული იქნება.
ახლა დაფიქრდით, როდის მიუღია ამ პარლამენტს რამე ქართული კანონი, თან ასე დაჩქარებულად? თან ისეთი კანონი, რომლის მიხედვით თვითონ დეპუტატების უმრავლესობა რომ ყოფილი აგენტები გამოდიან? მერე მეორე კითხვა დაუსვით საკუთარ თავს, ღირდა კი ეს კანონი იმად, რაც გუშინ მოხდა და რაც აწი მოხდება… იმ მიამიტ ხალხს კი ვისაც ეს ყველაფერი უხარია, ერთ ძველ ქართულ ანდაზას შევახსენებ: “კაცს თავს სჭრიდნენ და ტრ*აკი ჩიფჩიფებდა ეს რა ბედნიერი დღე გამითენდაო”.
კომენტარები