პოლიტიკოსი, შალვა ნათელაშვილი:
ერთი წუთით დავანებოთ თავი პოლიტიკა, პოზიცია, ოპოზიციონერობას.
მე როგორც უბრალო მოქალაქეს, მრცხვენია, რომ ასეთი ქალის არაპატივისმცემელი, არაჯენტლმენური, ინტელიგენტიზმისგან გაცლილი პარლამენტი წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას შიგნით და საერთაშორისო არენაზე. მინდა ვკითხო ქოც დეპუტატთა ყველასათვის გასაგებ ნაწილს, ხალხო არც გრცხვენიათ? სად გაიზარდეთ? რა მაგალითს აძლევთ თქვენს შვილებსა და მომავალ თაობას თუნდაც ქალბატონებთან დამოკიდებულების თვალსაზრისით. აღარ მინდა ამ ტელევიზორის ჩართვაც თქვენი გადამკიდე.
კომენტარები