• რეკლამა
  • კონტაქტი
11:23, კვირა, 16 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არსებობს რუსების მოტივი, არსებობს ივანიშვილის მოტივი, ამერიკელების მოტივი არ არსებობს” – ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
21:07 01-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
335

“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

“უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე:
ქოცობა #1 – რას გვამადლიან, ნაყიდი გვქონდა და უსასყიდლოდ რატომ უნდა მიგვეცა
ა) ნაყიდი რომ გვქონდა, ეგ თემაც არაა, მაშინ რუსეთი ფაქტობრივ ემბარგოს ცდილობდა ჩვენთვის იარაღის მოყიდვაზე და ვინც არ დაემორჩილა, ყველა მოკავშირეა! ყიდვა ამ შემთხვევაში ფორმალობაა. მთავარი გადმოცემაა.
ნებისმიერი მცოდნე ადამიანისთვის, დიდი ქაჯობაა ამის თქმა – ვინც მაშინდელ სიტუაციას იცნობდა.
ბ) და კი, მადლიერები უნდა ვიყოთ რომ რუსეთის აგრესიის მზარდი საფრთხის წინაშე, იარაღი გვქონდა და მადლიერები უნდა ვიყოთ ყველასი, ვინც რუსეთის წნეხის მიუხედავად გვაძლევდა. რომ არ გვქონოდა, შეიძლება ჩვენი სტრატეგიული სიღრმით, 2008 წლის აგვისტოში ვერც 5 დღე გაგვეძლო და ამერიკის რეაქცია 13 აგვისტოს, დაგვიანებული ყოფილიყო.
გ) ამას გარდა, უსასყიდლოდ მიცემას არავინ ითხოვდა, გადაიხდიდნენ კიდეც ან უკრაინა, ან მისი რომელიმე მოკავშირე, მოლაპარაკებების საგანია ეს – მაგრამ უნდა მიგვეცა უსასყიდლოდ, ამაში გაცილებით მეტს მივიღებდით სამომავლოდ. არა მხოლოდ მორალურად, არამედ პოლიტიკურად და ეკონომიკურად მომგებიანი გადაწყვეტილება იქნებოდა.
ეს რომ არ მოხდა, ამით საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის ინტერესები დაზიანდა.
ქოცობა#2 – პირდაპირ უკრაინელებს მისცენ ამერიკელებმა ის უკეთესი, ჩვენი ჩარევა და რუსეთის გაღიზიანება რა საჭიროა
არა მხოლოდ ამერიკელები, არამედ ყველა თავისუფალი და არც თუ თავისუფალი, მაგრამ პრაგმატული პოლიტიკის ქვეყანა აწვდის იარაღს უკრაინას. აწვდიან ისეთ იარაღს, არავისთვის რომ არ მიუციათ და მთელ ცას ჩაკეტავს უკრაინა. (საქართველოსაც სჭირდება მშვიდობის ამოცანებისთვის ისეთი იარაღი, რითაც ცას ჩაკეტავს) მაგრამ ყველაფერი დაკავშირებულია მიწოდების ლოგისტიკასთან და მიწოდების ტემპთან.
ამასთან, ამერიკული იარაღის გამოყენებას სჭირდება ცოდნა.
რუსული წარმოების გამოყენება უკვე იციან და ამიტომ ხდებოდა მთელი ომის განმავლობაში ის ტრანზაქციები რაც ხდებოდა იმ ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებს შორის, სადაც რუსული წარმოების იარაღი არსებობს – მყისიერი გამოყენება რომ შეძლებოდათ, ცვლიდნენ – რუსული უკრაინაში მიდიოდა.
ქოცობა #3 – აი ესეც ადასტურებს რომ ამერიკელებს ჩვენი ომში ჩათრევა უნდათ (ჯაველინები შეთანხმებული იყო ამერიკელებთანო, კასიანოვმა თქვა)
ვინმეს, ვინც ამტკიცებს რომ ამერიკა ომში გვითრევს და ამისთვის ხაფანგებს გვიგებს, შეუძლია ახსნას რა ინტერესი აქვს ამერიკას რომ საქართველო ომში ჩაერთოს?
რას მოიგებს ამერიკა, თუ საქართველო რუსეთთან ომს წააგებს და ქართველი ხალხი დაიხოცება?
დანაშაულის განზრახვა ერთია, მაგრამ მოტივი ხომ უნდა არსებობდეს?
მოტივი რა არის?
არ არსებობს მოტივი. ამერიკელების მოტივი არ არსებობს.
არსებობს რუსების მოტივი არ იარსებოს სუვერენულმა ქართულმა სახელმწიფომ.
არსებობს აგრეთვე ივანიშვილის მოტივი. ივანიშვილის მოტივი ისაა, რომ დასავლეთიდან მზარდი წნეხი ომის შიშის კულტივაციით გაანეიტრალოს – დაპანიკებული ამომრჩეველი აწყობთ, დაპანიკებული ვერ აზროვნებს და ამ სალაფავს იოლად აჭმევენ – შეურაცხყოფას იოლად აყენებენ, დაპანიკებულს იოლად აბეჩავებენ.”
თეგები: თამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved