• რეკლამა
  • კონტაქტი
16:01, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არსებობს ორი ივანიშვილი… ივანიშვილი წყვეტს საბაჟოს “გამწვანებას” და სხვა ქვეყნებთან ფარდის უკან გარიგებებს” – ლევან გოგიჩაიშვილი

"არც რუსი ოლიგარქები დაელაპარაკებიან პარლამენტის ახლანდელ თავმჯდომარეს, შეიძლება არც ღარიბაშვილს დაელაპარაკონ, იმათმა იციან სად უნდა მივიდნენ სალაპარაკოდ. "

ალია ავტორი - ალია
03:27 04-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,166

პოლიტიკოსი, ლევან გოგიჩაიშვილი, “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” ეთერ­ში, ამბობს:

“არსებობს ორი ივანიშვილი: ერთი – 2018 წლამდე და მეორე 2018 წლის შემდგომ, როდესაც ის დაბრუნდა პარტიის თავმჯდომარედ – სხვა ადამიანი, ალბათ, იმ მიზნების განსახორციელებლად, რასაც ფიქრობდა – ეს იყო უზურპაცია ხელისუფლების და ყველა დემოკრატიულ პრინციპებზე უარის თქმა.

რატომ ფიქრობენ ვიღაცეები, რომ თუ ივანიშვილი სასამართლოს გადააჯდება თავზე, ამით თქვენ უფრო მეტად ბედნიერი იქნებით? უფრო მეტი პრობლება შეგვექმნება, თუ ერთი ადამიანის ხელში იქნება ძალაუფლების კონცენტრაცია. ჩემთვის რუსეთი არის იმ პრინციპებით ქვეყნის მართვა, რა პრინციპებითაც იმართება. სააკაშვილი მართავდა თავის დროზე, როდესაც ჰქონდა სრული ძალაუფლება და ჩემთვის რა განსხვავება აქვს, სახელი და გვარი თუ გამოიცვლება? ოფიციალურად დეკლარირებული რუსული ხელისუფლება თუ მოვა, თქვენ გგონიათ მმართველობის სხვა სტილი იქნება? რა არის რუსული ხელისუფლება? უზურპაცია ძალაუფლების, კორუფცია, ადამიანების უფლებების ფეხქვეშ გათელვა, ცინიზმი და ა.შ. და ა.შ. ის რაც იქა აქვთ და აქ უნდათ გადმოიტანონ და ამ მოდელს სააკაშვილი გამიკეთებს, თუ ივანიშვილი, ჩემთვის ორივე მტერია, პირდაპირი მნიშვნელობით მტერია, არ სჭირდება ამას ტანკის ხილვა ვიზუალურად, რომ აღვიქვა.

დღევანდელი ივანიშვილის გარემოცვა არის ძალიან ბურუსითმოცული ადამიანების გარემოცვა, შავბნელი ადამიანები ტრიალებენ, პირდაპირი მნიშვნელობით მის ირგვლივ, ადამიანები, რომლებიც უფრო მეტად არიან რუსეთთან დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან. იმ სამყაროდან არიან იდეაში. ღარიბაშვილი, ამ შემთხვევაში, როგორც ივანიშვილი ამბობდა, მისი მდივანია. შეიძლება იყოს პრემიერი, მაგრამ…

ხელისუფლება, რასაც ვერასდროს ვეგუებოდი, ხანდახან არც ვაღიარებდი, მაგრამ საბოლოო ჯამში ასე დადგა, ეს არ არის მთავრობის გადაწყვეტილებები, ხელისუფლება იმართება მაღალ დონეზე, ივანიშვილის დონეზე იმართება სტრატეგიული საკითხები, ვისთვის გაიღოს და დაიხუროს საბაჟო, ვისთვისაა გაწვანებული საბაჟო, ვისთვისაა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, სხვა ქვეყანასთან გარიგებები, ფარდის მიღმა რომ გარიგებები ხდება, ივანიშვილთან ხდება ეს ყველაფერი, არ დაურეკავენ კობახიძეს, არც რუსი ოლიგარქები დაელაპარაკებიან პარლამენტის ახლანდელ თავმჯდომარეს, შეიძლება არც ღარიბაშვილს დაელაპარაკონ, იმათმა იციან სად უნდა მივიდნენ სალაპარაკოდ. 

ბიძინა ივანიშვილმა კარები გაუღო ამ ადამიანებს, ეს ხალხი მეტად მოქმედებს ამ ქვეყანაში ვიდრე მოქმედებდა. პირდაპირ გეტყვით, ვიდრე 2018 წლამდე მოქმედებდა.” 

 

“მამაცაშვილია შუამავალი რუსულ და ქართულ ბიზნესს შორის… სუსიც უკვე, შეიძლება რუსული სუსია” – ალტ-ინფო, “რუსული სუსი”, მამაცაშვილი, ფული და კრემლის ოლიგარქები – ლევან გოგიჩაიშვილი

თეგები: ბიძინა ივანიშვილიირაკლი ღარიბაშვილილევან გოგიჩაიშვილირუსეთ-უკრაინის ომირუსი ოლიგარქებისანქციები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved