• რეკლამა
  • კონტაქტი
21:10, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„არქიმედეში“ კოვიდინფიცირებული სენაკელი კაცი გარდაიცვალა

ალია ავტორი - ალია
12:23 10-19-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

კორონავირუსით სენაკელი კაცი გარდაიცვალა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, პაციენტს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ჰქონდა და ის კლინიკა „რქიმედეში“ მკურნალობდა.

დღეს რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 36 შემთხვევა ზუგდიდს უკავშირდება. ინფიცირებულებს შორის არიან, სკოლის პედაგოგები, ბაღის აღმზრდელები, რომლებიც უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან.

მალხაზ თორიას განცხადებით, მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება და ღრმა ეპიდკვლევა. მისივე განმარტებით, რეგიონში სიტუაცია კონტროლირებადია და ამ ეტაპზე ზომების გამკაცრება არ იგეგმება. ვირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მუნიციპალიტეტებში 24-საათიან რეჟიმში, სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

რუხის კლინიკაში, მოთავსებულია 114 კოვიდინფიცირებული. მათგან 15 პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, რადგან მათ თანმხლები დაავადებები აქვთ.

რეგიონის მასშტაბით, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 232 ადამიანი.

დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 186 ადამიანს დაუდასტურდა, 278 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 8338 ადამიანი, გარდაიცვალა 143 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 6300 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ-სასტუმროში – 1388, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved