• რეკლამა
  • კონტაქტი
16:52, ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არქიმანდრიტი დოროთეს შემდეგ საპატრიარქოში მამა ილია თოლორაიაც დაიბარეს

ალია ავტორი - ალია
12:59 11-04-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
478

არქიმანდრიტი დოროთეს [ყურაშვილი] შემდეგ საპატრიარქოში მამა ილია თოლორაიაც დაიბარეს. აქციების მონაწილე სასულიერო პირს ახსნა-განმარტებებს სავარაუდოდ მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო სთხოვენ. ირკვევა, რომ მასთან გასაუბრება მეუფე შიოს და მეუფე თეოდორეს სურთ.

მამა ილია თოლორაია საპატრიარქოში ხვალ 13:00 საათზეა დაბარებული. სასულიერო პირი იქ მისვლას გეგმავს და ამბობს, რომ მზადაა, ყველა იმ კითხვას გასცეს პასუხი, რომელიც მასთან მიმართებით მაღალ იერარქებს აქვთ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მამა ილია თოლორაიას საპატრიარქოში დაბარებამდე, მამა ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სასულიერო პირს კითხვებზე პასუხები ჰქონდა გასაცემი.

გუშინ დამირეკა მამა მიქაელ ბოტკოველმა და მითხრა, რომ ოთხშაბათს 13:00 საათზე მეუფე შიოს, მეუფე თეოდორეს უნდაშენთან გასაუბრებაო. სავარაუდოდ, დაბარებული ვარ იმაზე, რომ მეუფე შიოზე ვთქვი ეგზარქოსი. მმართველს ნიშნავს თვითინ სიტყვა “ეგზარქოსი”, არის ეპისკოპოსი, უბრალოდ, ეპისკოპოსი, რომელიც რუსეთის მხარეს დგას. ამას მე რატომ ვამბობ? უბრალოდ, მე ჩემს სიტყვებს არ ვიბრუნებ. ეს მე ვთხვი იმიტომ, რომ როდესაც მე დავინახე ქუჩაში ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს, ქალებს, ბიჭებს, მოხუცებს სცემდნენ, ასისხლიანებდნენ და მეუფისგან ერთი სიტყვა არ გამიგია, რომ ნუ აკეთებთ ამას… ვინ იყვნენ ეს ახალგაზრდები, რომლებიც გამოსულები იყვნენ? გამოსულები იყვნენ რუსეთის საწინააღმდეგოდ. ერთი სიტყვა არ გამიგია მეუფისგან, რომ რუსეთი ოკუპანტია და რუსეთი საქართველოს მტერია. სად დგახართ, მეუფევ? რუსეთის მხარეს თუ საქართველოს მხარეს? მე ამაზე პასუხს ვაგებ.

როცა მამა ანდრია ჯაღმაიძემ დაწერა, რომ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება არცერთ ეპარქიაში არ დარჩებოდაო ისე და ამის გამო პასუხი უნდა აგოსო, მე ვეტყოდი მამა ანდრიას, რომ მისი განცხადება არ იყო უპასუხისმგებლო, როდესაც მამა დოროთეზე თქვა, მოძალადე არისო?, – ამბობს მამა ილია თოლორაია.

ცნობისთვის, საპატრიარქოს გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გაიზიარა ეპარქიული კომისიის შუამდგომლობა და არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა

12:41 07-09-2026
PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა

11:22 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved