• რეკლამა
  • კონტაქტი
01:27, კვირა, 15 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

არქიმ არქელებისთვის მორიგი საზეიმო ღონისძიება გამართა

ალია ავტორი - ალია
11:49 09-21-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
780

არქიმ სპეციალურად არქელებისთვის მეორე საზეიმო ღონისძიება „ანდერვილში“ გამართა, სადაც 1500-მდე მაცხოვრებლისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობა და კონცერტი მოეწყო.

საღამოს წამყვანი არქელების მეგობარი დუტა სხირტლაძე იყო, მუსიკალურ გაფორმებაზე კი ლელა წურწუმია და ბენდი ნონ სტოპი ზრუნავდნენ.

ღონისძიებაზე არქის ახალი ვიდეორგოლის პრეზენტაციაც გაიმართა, რომლის პირველად ნახვის შესაძლებლობაც სწორედ ღონისძიებაზე შეკრებილ არქელებს ჰქონდათ. მთელი საღამოს განმავლობაში სტუმრებს ბარბექიუთი და ფურშეტით უმასპინძლდებოდნენ, დასასრულს კი ფოიერვერკის ფონზე სადღესასწაულო ტორტიც დაიჭრა.

„დღეს სხვადასხვა უბნის წარმომადგენელი არქელები მოვიწვიეთ, რათა გავაცნოთ ერთმანეთს და მაქსიმალურად კარგი გარემო შევქმნათ. ეს არის ზუსტად იმ მთავარი იდეის გამოვლინება, რომ არქი ერთი დიდი ოჯახია.“ – აცხადებს არქის დამფუძნებელი, ილია წულაია.

არქი მომხმარებელთან ბინის შეძენის შემდეგაც აგრძელებს ურთიერთობას, მართავს სხვადასხვა ღონისძიებას და აქტივობას, რადგან კომპანიისთვის პრიორიტეტულია არქელების კმაყოფილება, მათი ერთმანეთთან დაახლოება და არქის დიდ ოჯახში მეგობრული, სასიამოვნო გარემოს შექმნა.

„ჩვენს დიდ ოჯახში უკვე 25 000-ზე მეტი წევრია. თითოეულ არქელს მადლობას ვუხდით არქის არჩევისთვის და ნდობის გამოცხადებისთვის. ჩვენ ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მათ არქიში ოჯახური გარემო შევუქმნათ“. – აცხადებს არქის გენერალური დირექტორი, შიო ხეცურიანი.

არქელების პირველი საზეიმო ღონისძიება ივნისში გაიმართა, მას ექვსასზე მეტი არქელი დაესწრო. საღამოს მუსიკალურად დათო გომართელთან ერთად ანსამბლი შვიდკაცა აფორმებდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მსგავსი ღონისძიება ეტაპობრივად არქის ყველა პროექტის მაცხოვრებლებისთვის გაიმართება.

http://

თეგები: არქელებიარქი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved